დასახელება:
ადმინისტრირების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
სადაზღვევო კომპანია ალდაგი
|
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 13 აგვისტო
|
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრირების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი, მემედ აბაშიძის 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
დასაქმების ხანგრძლივობა: 4 თვე (საჭიროების შემთხვევაში, ვადის გაგრძელების შესაძლებლობით)
ძირითადი მოვალეობები:
** პოლისების ადმინისტრირება და კონტროლი;
** გაყიდვების თანამშრომლებისგან დოკუმენტაციის მიღება და მათი სიზუსტის შემოწმება;
** უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ხარვეზის აღმოფხვრა;
** მიღებულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით სადაზღვევო პოლისის მომზადება არსებული პროცედურის შესაბამისად;
** პოლისთან დაკავშირებული ცვლილებების პროგრამული ასახვა;
** დოკუმენტაციების და სადაზღვევო პროდუქტების პროგრამული ასახვა და რეგისტრაცია;
** არსებულ პოლისებში ცვლილებების პროგრამული რეგისტრაცია;
** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
** შემოსული კლიენტების მიღება-გადამისამართება ან მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** მნიშვნელოვანია დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამებში, მათ შორის Excel-ში სამომხმარებლო დონეზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული უნარები:
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2025 წლის 13 აგვისტოს ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ადმინისტრირების სპეციალისტი - ბათუმში
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
|
|
|
|