Робота для біженців з України
სომელიე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სომელიე
მომწოდებელი: მეღვინეობა გიუაანი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
"გიუაანი" საოჯახო მეღვინეობაა, რომლის ისტორიაც 1894 წელს იღებს სათავეს, როდესაც ოჯახის წინაპრებმა ქვევრები ჩარგეს და ღვინის ორგანიზებული წარმოება დაიწყეს მცირე მასშტაბით. მეღვინეობის სახელი "გიუაანი" ოჯახის გვარიდან, გიუაშვილიდან, წარმოიშვა.

2014 წელს ოჯახმა თანამედროვე საწარმო ააშენა და მას შემდეგ "გიუაანი" პრემიუმ ხარისხის ღვინოს აწარმოებს უფრო დიდი მასშტაბით. დღეს ღვინის საწარმოს 400, 000 ბოთლიანი წარმადობა აქვს და "გიუაანის" ღვინოები იყიდება როგორც ადგილობრივად ასევე საერთაშორისო მასშტაბით.

ჩვენ ვეძებთ პროფესიონალ სომელიეს, რომელსაც უყვარს ღვინო და სურს გახდეს ნაწილი ჩვენი გუნდის!

ძირითადი მოვალეობები:

** ღვინის წარმოდგენა და შეთავაზება სტუმრებისთვის
** ღვინის სერვისის სტანდარტების დაცვა
** დეგუსტაციებისა და მასტერკლასების ჩატარება
** ღვინის მარაგის მართვა და შერჩევა
** თანამშრომლობა შეფთან ღვინისა და მენიუს შესატყვისად

მოთხოვნები:

** სომელიეს სერტიფიკატი (სასურველია)
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია)
** ქართული და უცხო ენების ცოდნა (სასურველია ინგლისური და რუსული)
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მომსახურების უნარი
** ღვინისადმი სიყვარული და ინტერესის გაზიარების სურვილი

რას გთავაზობთ:

** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
** პროფესიონალურ და მეგობრულ გუნდში მუშაობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გაგვიზიაროთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Mari.Kardava@giuaani.ge და სათაურში ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (სომელიე) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე