Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656077&print=yes&view=jobs
 
ბეტონის ქარხნის ოპერატორი - ანაკლია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბეტონის ქარხნის ოპერატორი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ბეტონის ქარხნის ოპერატორის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge/

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს

სამუშაო ადგილი: ანაკლია
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია სამშენებლო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობა მიენიჭებათ ელექტრო-მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის გამოცდილების მქონე პირებს;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

მოვალეობები:

** ქარხნის სამუშაო რეჟიმისთვის მომზადება;
** ქარხნის გამართულ მდგომარეობაში მუშაობის მონიტორინგი;
** ქარხნის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში შესაბამისი პირების ინფორმირება;
** ლაბორატორიის მიერ დადგენილი რეცეპტის სრული დაცვა წარმოების პროცესისას;
** ბეტონის წარმოების პროცესის უზრუნველყოფა;
** დღის განმავლობაში გამოშვებული პროდუქციის აღრიცხვა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებით;
** უზრუნველყოს ქარხნის სისუფთავე;
** უზრუნველყოს ყველა საჭირო უსაფრთხოების ნორმის დაცვა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 6 სექტემბრის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია