დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Greenlife
|
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "GreenLife - გრინლაიფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
თუ გაქვს მოლაპარაკების უნარი, ხარ შედეგზე ორიენტირებული და მოგწონს უძრავი ქონების სფერო- ეს ვაკანსია შენთვისაა.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება კომპანიის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე;
** უძრავი ქონების გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების მართვა და კოორდინაცია;
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** გაყიდვების პროცესის დოკუმენტირება და ანგარიშგება მენეჯმენტთან;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** მოლაპარაკებებისა და კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, აქტიურობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** Microsoft Word-ის და Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.
რას გთავაზობთ:
** ფიქსირებული ხელფასი: 1250₾;
** გაყიდვებზე დაფუძნებული ბონუსური სისტემა;
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო.
სამუშაო გრაფიკი:
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი (თვეში ორი შაბათი დასვენებაა);
** სამუშაო საათები: 09:30-18:00.
თუ დაინტერესებული ხართ ვაკანსიით, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: info@greenlife.ge. Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|