Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656074&print=yes&view=jobs
 
ინგლისურენოვანი გაყიდვების ტურ-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინგლისურენოვანი გაყიდვების ტურ-ოპერატორი
მომწოდებელი: ჯუნი ტურსი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და მიზანმიმართულ გუნდის წევრს ინგლისურენოვანი გაყიდვების ტურ-ოპერატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** ტურისტული პაკეტების შედგენა და შეთავაზება კლიენტებისთვის;
** კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების სრულყოფილი გაცნობა და რეალიზაცია;
** ტურპაკეტების გაყიდვა
** პარტნიორებთან ეფექტური კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტით და სხვა ციფრული არხებით;
** კლიენტებთან კომუნიკაცია სხვადასხვა პლატფორმაზე (სოციალური მედია, ელ.ფოსტა და სხვა), შეტყობინებებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, ურთიერთობის დამყარება და გაყიდვების პროცესის მართვა;
** არსებული მომხმარებლების კმაყოფილებაზე ზრუნვა და გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით, სასურველია ტურიზმის სექტორში;
** ინგლისური ენის B2-C1 დონეზე ფლობა (სავალდებულოა);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, ელ.ფოსტა, ჩათ პლატფორმები).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგებზე ორიენტაცია;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია და შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
** კლიენტზე/მომსახურებაზე ორიენტირებული მიდგომა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სასიამოვნო და პროფესიონალურ გარემოში მუშაობა;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კონკურენტული ანაზღაურება + ბონუს სისტემა გაყიდვებზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: marika.sharia@junnytours.com. გთხოვთ, საგანში მიუთითოთ: "ინგლისურენოვანი გაყიდვების ტურ-ოპერატორი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია