Робота для біженців з України
საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: MGL Group
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
"MGL GROUP" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი 20
სამუშაო დრო: 9:00-18:00
დასვენების დღეები- შაბათი კვირა, და ყველა ოფიციალური დღესასწაული.
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** სახმელეთო (სატვირთო) გადაზიდვების დაგეგმვა და ორგანიზება ევროპის, აზიის და რეგიონის მასშტაბით
მძღოლებთან და საერთაშორისო აგენტებთან /პარტნიორებთან ყოველდღიური კომუნიკაცია
** გადაზიდვის დოკუმენტაციის შემოწმება და მომზადება (CMR, ინვოისი, სხვ.)
** ტვირთის გადაადგილების მუდმივი მონიტორინგი პარტნიორი კომპანიების საშუალებით
** დროული ინფორმაციის მიწოდება კლიენტებისთვის
** პრობლემური შემთხვევების მენეჯმენტი
** ტარიფების მომზადება და შეთავაზება კლიენტებისთვის
** თანამშრომლობა საბაჟო და სადაზღვევო აგენტებთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ლოგისტიკაში ან ეკონომიკის სფეროში
** სახმელეთო გადაზიდვებში მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება
** სასურველია საერთაშორისო გადამზიდავებთან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** მოლაპარაკებების და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი
** Excel-ის და სამუშაო პლატფორმების ცოდნა (მაგალითად Trans.eu, TimoCom)

ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად, სამუშაო გამოცდილების და კომპეტენციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV ან რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მეილზე: mgl@mgl.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე