Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656047&print=yes&view=jobs
 
ფორმა-2-ის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფორმა-2-ის სპეციალისტი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
დეკოლაინი აცხადებს ვაკანსიას ფორმა-2-ის სპეციალისტის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** სახელშეკრულებო ხარჯთაღრიცხვაში მითითებული მასალების ღირებულებების კორექტირება, (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) და შესყიდვების დეპარტამენტში წარდგენა სამუშაო სახელმძღვანელოდ.
** ფაქტობრივი და შესასრულებელი ხარჯთაღრიცხვების მუდმივი მონიტორინგი, კომპანიის შიდა ხარჯების აღრიცხვის დოკუმენტაციასთან შედარება;
** ხარჯებისაღრიცხვის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის (მოცულობათა უწყისი, ერთეულის ფასწარმოქმნის დოკუმენტები და სხვ.) მომზადება;
** საპროექტო ნახაზების საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, გადახდის გრაფიკების შედგენა შემდგომი აღსრულებისა და მონიტორინგის მიზნით.
** ხელშეკრულებებსა და ხარჯთაღრიცხვებში მითითებული მუშახელის ანაზღაურების ფორმირება/კორექტირება ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისად პროექტის მენეჯერისთვის მიწოდება შემდგომი გამოყენების მიზნით.
** ახალი ობიექტებისთვის დოკუმენტაციის მომზადება და პროექტის მენეჯერებისთვის გაცნობა;
** სამშენებლო-სარემონტო პროექტების მიმდინარეობისას შუალედური და საბოლოო ფორმა 2-ის მომზადება, ხელმძღვანელობასთან წარდგენა. -ფარული სამუშაოების აქტების მომზადების პერიოდული კონტროლი;
** პროექტის მენეჯერთან ერთად შესასყიდი მასალის მონიტორინგი;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: cv@decoline.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.

შპს "დეკოლაინის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "შპს დეკოლაინი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "შპს დეკოლაინს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "შპს დეკოლაინი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია