Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656044&print=yes&view=jobs
 
HR ჯენერალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ჯენერალისტი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" (KTW) ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას HR ჯენერალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური HR პროცესების კოორდინაცია;
** თანამშრომლის დანიშვნის, თანამდებობრივი ცვლილებებისა და გათავისუფლების პროცესების დადგენილი წესებით განხორციელება და შესაბამის სტრუქტურულს ერთეულებთან დროული კომუნიკაცია;
** შვებულებების, მივლინებების, გაცდენების და დასწრების აღრიცხვა/კონტროლი;
** თანამშრომელთა დაზღვევის საკითხების მართვა და სადაზღვევოებთან კომუნიკაცია;
** პერსონალთა მოზიდვისა და შერჩევის პროცედურის მართვა, გასაუბრებების დაგეგმვა და კოორდინაცია;
** შერჩეული თანამშრომლისთვის ადაპტაციის პროცესის უზრუნველყოფა;
** სახელფასო სისტემის მართვა (Payroll)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ფლობა;
** Self HR-ში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 6 სექტემბერი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "HR ჯენერალისტი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, რომ წინა სახელშეკრულებო პერიოდში "კახური ტრადიციული მეღვინეობა"-ს მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური ინფორმაცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია