Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დეკოლაინი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
კომპანია "დეკოლაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, რომელიც შემოუერთდება გაყიდვების გუნდს.

ლოკაცია: თბილისი, მუხრან მაჭავარიანის ქუჩა N7
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 9:30-18:30
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი გამომუშავებიდან

ძირითადი მოვალეობები:

** სექტორში არსებული ტრენდების, მომხმარებლების საჭიროებების, გაყიდვების არხების და კონკურენტების ანალიზი, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით;
** კომერციულ და მარკეტინგის გუნდებთან ერთად ჰოლდინგში შემავალი კომპანიების გაყიდვების სტრატეგიის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა, მათ შორის პოტენციური კლიენტების მოძიება, ბაზების შექმნა, შეხვედრის ორგანიზება, პრეზენტაციის მომზადება, პირობების შეთანხმება, ხელშეკრულების გაფორმება და მოლაპარაკების წარმატებით დასრულება;
** სამშენებლო, სარემონტო და კონსტრუქციული პროცესების კოორდინაცია, კლიენტისთვის პროექტის მაღალი ხარისხით ჩაბარების უზრუნველსაყოფად;
** ყოველთვიური ინდივიდუალური გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი და რეპორტინგი, მათი შესრულების უზრუნველსაყოფად და ჰოლდინგის ფინანსური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად;
** კლიენტებთან, არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, უძრავი ქონების აგენტებთან და სამშენებლო სექტორში მომუშავე პროფესიონალებთან გრძელვადიანი და სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** პროექტის დასრულების შემდეგ პროცესის ანალიზი, ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის რეკომენდაციის მომზადება.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, გაყიდვების, მარკეტინგის ან/და მომიჯნავე მიმართულებით;
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მსგავსი პროდუქტების გაყიდვებზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
** კომუნიკაციის, მოლაპარაკების და პროცესების ორგანიზების გამოცდილება;
** CRM და პროექტების მართვის პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: cv@decoline.ge. გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება.

შპს "დეკოლაინის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "შპს დეკოლაინი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ანიჭებთ "შპს დეკოლაინს" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "შპს დეკოლაინი" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე