Робота для біженців з України
ტრანსპორტის და ლოგისტიკის სამსახურის საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრანსპორტის და ლოგისტიკის სამსახურის საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ემ თი ეი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 11 აგვისტო
შპს "ემ თი ეი" აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტის და ლოგისტიკის სამსახურის საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა.

შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე.

ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ:

** კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი);
** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00. შესვენება 1 საათი (14:00-15:00)
სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი)
ანაზღაურება: 6 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში ხელზე ასაღები - 2000 ლარი.

საწყობის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები:

** თბილისის საწყობის მართვა;
** თბილისის საწყობში შემოსული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგის) და ძირითადი საშუალებების შესაბამისი წესით მიღება-გაცემა;
** საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგის) და ძირითადი საშუალებების სისტემატიური აღრიცხვა და ნაშთების კონტროლი;
** საწყობში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგის) და ძირითადი საშუალებების შესაბამისი წესით ჩამოწერის უზრუნველყოფა;
** თბილისის საწყობიდან გასული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (მარაგის) და ძირითადი საშუალებების მთის დეპარტამენტებში არსებულ საწყობებზე გადაწერა;
** თბილისის ოფისის და საწყობის საჭიროებების განსაზღვრა, ინფორმაციის დამუშავება და საჭირო პროცესების უზრუნველყოფა;
** სამსახურთან დაკავშირებული დოკუმენტაციის აღრიცხვა-შენახვის უზრუნველყოფა;
** სამუშაო პროცესების გამართულობისა და ეფექტურობის ამაღლების მიზნით ხელმძღვანელობისთვის წინადადებების მომზადება-წარდგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსისა და მოადგილის დავალებით სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** სავალდებულოა MS Office: Word; Excel; Power Point; Outlook-ის ცოდნა;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** უპირატესად ჩაითვლება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება და შესაბამის საკანონმდებლო ფარგლებში, ნორმატიული აქტებისა და დადგენილებების ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** პრობლემის სწრაფი იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
** გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სტრატეგიული დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შედეგებზე ფოკუსირება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა.

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე Vacancy@mta.ski არაუგვიანეს 2025 წლის 11 აგვისტოსი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"საქართველოს კანონის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 6 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე