Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=656035&print=yes&view=jobs
 
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: იმექს კარგო ლოჯისტიკსი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" უკვე 2 წელზე მეტია, რაც ლოჯისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს. ასევე "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას ისარგებლონ დამატებითი საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის სერვისით.

ძირითადი მოვალეობები:

** შრომითი ხელშეკრულებების შედგენა, განახლება და სამართლებრივი კონტროლი;
** კონტრაქტების მომზადება სხვადასხვა პარტნიორ კომპანიებთან;
** ყველა სამართლებრივი დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** კომპანიის სახელით ხელშეკრულებების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში მოლაპარაკებების წარმოება;
** სამართლებრივ საკითხებზე ხელმძღვანელობის კონსულტირება;
** საჭიროების შემთხვევაში სასამართლოსთვის ან სხვა უწყებებისთვის დოკუმენტაციის მომზადება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** იურიდიული განათლება;
** სამართლებრივ დოკუმენტებზე მუშაობის გამოცდილება (შეთავაზებების შედგენა, კონტრაქტების მართვა);
** შრომითი და საგნებო სამართლის საბაზისო ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ყურადღება დეტალებზე;
** კომუნიკაბელურობა და მოქნილობა საქმეში ჩართვის თვალსაზრისით;
** დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვა და ეთიკური სტანდარტების დაცვა.

სამუშაო პირობები:

** ჰიბრიდული გრაფიკი - ოფისში მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში გამოცხადება;
** ანაზღაურება: 700 ლარი (თანამშრომლობის ზრდის და დატვირთვის შესაბამისად შესაძლებელია განხილვა);
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@imexcargo.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: იურისტის პოზიცია - წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" ამ მონაცემებს დაამუშავებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობების ან მათი დამყარების მიზნებისთვის. ასევე, თქვენი მონაცემები შეიძლება დარჩეს კომპანიის ბაზაში 6 თვის ვადით.

"იმექს კარგო ლოჯისტიკს" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია