Робота для біженців з України
ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: იმექს კარგო ლოჯისტიკსი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" უკვე 2 წელზე მეტია, რაც ლოჯისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს. ასევე "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ისარგებლონ დამატებითი საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო კომუნიკაცია მძღოლებთან (ძირითადად თურქულ ან რუსულ ენაზე);
** კომპანიის მომსახურებების გაცნობა;
** საჭირო ინფორმაციის შეკრება და დაფიქსირება;
** მონაცემების ზუსტი და დროული დამუშავება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** თურქული ან რუსული ენის ცოდნა (საუბრის დონეზე - სავალდებულოა);
** Excel-სა და Word-ში მუშაობის ცოდნა;
** ასაკი შეზღუდული არ არის.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო დღე: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 (1 საათი შესვენება);
** ანაზღაურება: 1000₾ + ბონუსი
** 3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდი;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** კორპორატიული დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ);
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: career@imexcargo.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად, კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" თქვენს მონაცემებს დაამუშავებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. თქვენი მონაცემები შეიძლება შეინახოს კომპანიის ბაზაში 6 თვის ვადით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე