Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: იმექს კარგო ლოჯისტიკსი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია "იმექს კარგო ლოჯისტიკს" უკვე 2 წელზე მეტია, რაც ლოჯისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს. ასევე "იმექს კარგო ლოჯისტიკს" მომხმარებლებს აძლევს საშუალებას, ისარგებლონ დამატებითი საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების შექმნა, კონტროლი და დაარქივება;
** საბანკო გადარიცხვების შესრულება;
** ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა;
** მაკონტროლებელ და სხვა გარეშე პირებთან ურთიერთობა საბუღალტრო საკითხებზე;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან საბუღალტრო მიმართულებით;
** Excel-ის ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ORIS სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულად და დისციპლინარულად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღებიანობა;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო პირობები:

** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** კორპორატიული დაზღვევა (3 თვიანი გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი);
** ანაზღაურება: 1000 ₾;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: career@imexcargo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად, გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნეს განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვდეს 6 თვის ვადით.

შპს "იმექს კარგო ლოჯისტიკს" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე