Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "Master Coffee", წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების და ყავის ბრენდების: -"CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR", ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე დასვენება, 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი
ანაზღაურება: ფიქსირებული+ბონუსი (900+100)
ადგილმდებარეობა: პეკინის გამზირი, ბაზარი ორბელიანი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სტანდარტების მიხედვით სხვადასხვა სახის სასმელების მომზადება;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** შეკვეთის მიღება და სალარო ოპერაციების შესრულება;
** ფილიალის გახსნა/დაკეტვა;
** ვადების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება მოვალეობების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია)

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:

** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** მეგობრული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;

კომპანია თავის მხრივ მზად არის, დაატრენინგოს განვითარებაზე ორიენტირებული, შრომისმოყვარე ტალანტები, შეასწავლოს სრულფასოვნად ყავის მომზადების ტექნიკები მაღალი პროფესიონალური სტანდარტების გათვალისწინებით, შეუქმნას სასიამოვნო, მეგობრული გარემო, სტაბილური ანაზღაურების პირობით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბარისტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე