Робота для біженців з України
ბარისტა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა
მომწოდებელი: მასტერ კოფი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "Master Coffee", წარმოადგენს შვეიცარიული, იტალიური, ჩინური კომპანიების ყავის აპარატების და ყავის ბრენდების: -"CARTE NOIRE", " JACOBS", "PIAZZA DORO", "L`OR", ოფიციალურ დისტრიბუტორს საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბარისტას პოზიციაზე;

სამუშაო გრაფიკი: 10 სამუშაო დღე თვის განმავლობაში;
ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე, ჭავჭავაძის გამზირი;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის ასორტიმენტის სრულყოფილი ცოდნა;
** კომპანიის სტანდარტების მიხედვით სხვადასხვა სახის ყავის მომზადება;
** მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
** სალაროს საქმიანობის წარმართვა, დღის დახურვა;
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის დაცვა და კონტროლი;
** ყავის აპარატის მოვლა, წმენდა ინსტრუქციის შესაბამისად.
** სამუშაო სივრცეში სისუფთავის შენარჩუნებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია)

ვეძებთ გუნდის წევრს, რომელიც არის:

** კომუნიკაბელური;
** ენერგიული;
** მეგობრული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;

კომპანია თავის მხრივ მზად არის, დაატრენინგოს განვითარებაზე ორიენტირებული, შრომისმოყვარე ტალანტები, შეასწავლოს სრულფასოვნად ყავის მომზადების ტექნიკები მაღალი პროფესიონალური სტანდარტების გათვალისწინებით, შეუქმნას სასიამოვნო, მეგობრული გარემო, სტაბილური ანაზღაურების პირობით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@mastercoffee.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბარისტა (ჭავჭავაძეზე).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე