დასახელება:
ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
დეტექტი
|
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
|
შპს "დეტექტი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი.
შპს "დეტექტი" აერთიანებს მაღალკვალიფიციურ სამონტაჟო ჯგუფებსა და გამოცდილ პერსონალს, და მუდმივად მიისწრაფვის ინოვაციების, ზრდისა და განვითარებისკენ.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი N73
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00 (შაბათი - 11:00-15:00 საჭიროების შემთხვევაში)
ანაზღაურება: 2500 ლარი+ (გამოცდილებიდან გამომდინარე)
ძირითადი მოვალეობები:
** მიღებული პროდუქციის შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა
** მარაგების ნაშთების პროგრამული და ფაქტობრივი შედარება, კონტროლი
** ობიექტებზე მასალების მოძრაობის კონტროლი
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა
** საწვავის ნაშთების კონტროლი და ჩამოწერის აქტების მომზადება
** სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურებისა და RS პორტალზე რეგულარული მუშაობა
** ბიუჯეტირების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და პროცესის კოორდინაცია
** პროექტების დეტალური ბიუჯეტირება, მონიტორინგი და განახლება
** ბიუჯეტური გადახრების ანალიზი და რეპორტინგი
** გაყიდვების, მარჟების, ხარჯების და მომგებიანობის ანალიზი
** კომპანიაში დანერგილი ფინანსური პოლიტიკისა და პროცესების გაუმჯობესებაში ჩართულობა
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტებისთვის მონაცემების მომზადება
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი, შედარების აქტების მომზადება, წერილობითი კომუნიკაცია
სავალდებულო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა (მათ შორის ფორმულები, ცხრილების ანალიზი და რეპორტინგი)
** ბუღალტრული და ფინანსური დოკუმენტაციის მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის ეფექტური მართვისა და დაგეგმვის უნარი
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი
შერჩევის ეტაპები:
** CV-ის გადარჩევა
** გასაუბრება
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: info@detect.ge
გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბუღალტერი".
|
|
|
|