დასახელება:
ხელოსანი, ობიექტის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სამშენებლო-სარემონტო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
|
სამშენებლო-სარემონტო კომპანიას ესაჭიროება ხელოსნები და ობიექტის მენეჯერი.
ჩვენი კომპანია, რომელიც მონაწილეობს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ტენდერებში, ესაჭიროება თანამშრომლები შემდეგ პოზიციებზე:
ვაკანსია: ხელოსნები, მიმართულებები:
** ელექტრიკი
** სანტექნიკი
** გიბსოკარდონის ხელოსანი
** მოპირკეთების სპეციალისტი
** იატაკის ხელოსანი (ლამინატი, კაფელი, პარკეტი და სხვა)
მოთხოვნები:
** პროფესიული გამოცდილება შესაბამის სფეროში
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ხარისხზე ორიენტირებულობა
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
ანაზღაურება და პირობები:
** სამუშაოების დაწყებიდან 5 სამუშაო დღეში მთლიანი ღირებულების 20 %.
** ყოველ შემდეგ ჯერზე შესრულებული სამუშაოების პროპორციულად ოც ოცი პროცენტი. ხოლო საბოლოო დარჩენილი 20% ანაზღაურდება მას შემდეგ, როდესაც დამკვეთთან გაფორმდება საბოლოო მიღება-ჩაბარება;
ვაკანსია: ობიექტის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
** ობიექტზე სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი
** ხელოსნების მართვა და კოორდინაცია
** საჭირო მასალების შეკვეთა და ხარჯვის კონტროლი
** ობიექტზე დასწრება და მიმდინარე საკითხების დროული მოგვარება
** ანგარიშგება კომპანიის ხელმძღვანელობასთან.
ანაზღაურება და პირობები:
** ფიქსირებული ანაზღაურება: 400 ლარი
** საწვავით უზრუნველყოფა
** ობიექტიდან სუფთა მოგების 15% ბონუსის სახით.
საჭირო უნარები:
** ორგანიზებული და პასუხისმგებლობიანი მიდგომა
** ტექნიკური ცოდნა და სამშენებლო პროცესების გაგება
** კომუნიკაციის კარგი უნარები.
სამუშაო გრაფიკი: სრულ განაკვეთზე
ლოკაცია: ორგანიზაციის ოფისი მდებარეობს ბათუმში, ხოლო სამუშაოები შესაძლებელია იყოს სხვადასხვა ლოკაციებზე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 591 004 664; ან გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: batumiroom2025@gmail.com
ასევე, შესაძლებელია ობიექტის მენეჯერმა თავად მოიყვანოს/დაასაქმოს ხელოსნების გუნდი.
|
|
|
|