Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655994&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების საოპერაციო კოორდინატორი/E-Commerce მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების საოპერაციო კოორდინატორი/E-Commerce მენეჯერი
მომწოდებელი: გიგლსი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
"გიგლსი" არის ვილბურ ჰოლდინგში შემავალი ერთ-ერთი კომპანია; ვილბურ ჰოლდინგის მასშტაბით ინდუსტრიები ამჟამად მოიცავს: საცალო გაყიდვებს (IZIPIZI, Giggles Concept), სტუმარმასპინძლობას (რესტორანი Brod, სასტუმრო Bellhop), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, წარმოებასა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს. აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანიაში მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემოა, რაც ჩვენი გუნდის წევრებს სწრაფი განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

"გიგლსი" აცხადებს გაყიდვების საოპერაციო კოორდინატორი/ი-ქომერსის მენეჯერის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ზ. ავალიშვილის #12
სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი (შაბათ-კვირა დასვენება)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების საოპერაციო მიმართულებების კოორდინირება
** ყველა სახეობის ანგარიშსწორების აღრიცხვა და მონიტორინგი
** მონაცემთა სინქრონიზაციის უზრუნველყოფა სისტემაში, სათანადო რეპორტინგის წარმოება
** პოს ტერმინალების, სალარო აპარატების და მსგავსი მოწყობილობების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა
** ონლაინ გაყიდვების პროცესის სრული საოპერაციო მართვა, მათ შორის შეკვეთების მიღება, შემოწმება, დამუშავება; მარაგების კონტროლი, გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი
** ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა საკურიერო კომპანიებთან, მათი შეფასება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა, ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის გათვალისწინებით (აკადემიური წერა)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უპირატესობად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
** ორგანიზებულობა, დისციპლინურობა
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარები

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე: rdevidze@wilbour.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, ვილბურ ჰოლდინგმა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია