დასახელება:
ინგლისური ენის პედაგოგი
|
მომწოდებელი:
Future World
|
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
|
უცხო ენების ცენტრი "მომავლის სამყარო - FutureWorld" აცხადებს ვაკანსიას ინგლისური ენის პედაგოგის პოზიციაზე.
"FutureWorld" მდებარეობს თბილისში, საბურთალოზე და უკვე 20 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საგანმანათლებლო სფეროში.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
** უმაღლესი განათლება (ინგლისური ენის მიმართულებით - ფილოლოგი C1-დონე);
** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება საგანმანათლებლო სივრცეში ;
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება;
** პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების სწავლის მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა;
** გაკვეთილების დაგეგმვის უნარი სასწავლო პროგრამის შესაბამისად;
** კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარი;
** სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** კრეატიული;
** შრომისმოყვარე და პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 3 დღე (სამშაბათი/ხუთშაბათი/შაბათი)
ანაზღაურება საათობრივი დატვირთვის მიხედვით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ 30 აგვისტომდე, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: helen.kanteladze@gmail.com.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.
ჩაგიტარდებათ გასაუბრება (შესაძლებელია ონლაინ რეჟიმშიც)
ჩვენი ცენტრი მდებარეობს საბურთალოზე, მიცკევიჩის ქ. 17
|
|
|
|