Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655976&print=yes&view=jobs
 
ბეჭდვის შემდგომი პროცესების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბეჭდვის შემდგომი პროცესების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიზარტი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
პოლიგრაფიული საწარმო "ბიზარტი" აცხადებს ვაკანსიას - ბეჭდვის შემდგომი პროცესების მენეჯერის პოზიციისთვის

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სოფელი დიღომი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 9:30-დან 18:30-მდე
ანაზღაურება: 1500-დან -1700 ლარამდე (NET)

ძირითადი მოვალეობები:

** ბეჭდვის შემდგომი პროცესების (კარეფვა, აკინძვა, აწყობა და სხვა.) დაგეგმვა და შესრულების ხარისხის კონტროლი
** წარმოების გუნდის მართვა და ყოველდღიური პროცესების ორგანიზება
** სამუშაო რესურსების ოპტიმალური გადანაწილება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უპირატესობად ჩაითვლება სამუშაო გამოცდილება პოლიგრაფიაში/სტამბაში, წარმოების ან ბეჭდვის შემდგომ პროცესებში
** გუნდური მუშაობის და ხელმძღვანელობის გამოცდილება
** ხარისხის უზრუნველყოფისა და პროცესების გაუმჯობესების ძირითადი პრინციპების ცოდნა

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების პერსპექტივას
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემოს
** გამოცდილებასა და შედეგებზე დაფუძნებული ანაზღაურებას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე kh.kulua@hrspace.ge სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "ედვაიზ ჯგუფისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ და არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია