დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი
|
მომწოდებელი:
GT Estate Group
|
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
|
ჩვენ ვართ მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია "GT Estate Group" და ვარჩევთ მიზანდასახულ და ამბიციურ თანამშრომელს, რომელიც მზად არის იმუშაოს მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიასთან ერთად.
გთავაზობთ სწავლების უნიკალურ პროგრამას, მხარდაჭერას და პერსპექტივას, რომ მიაღწიოთ ლიდერის პოზიციას უძრავი ქონების ბაზარზე.
მდებარეობა: თბილისი, წერეთლის გამზირი
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე
სამუშაო საათები: 11:00-19:00
თქვენი ძირითადი პასუხისმგებლობები:
** უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და მიმდინარე შეთავაზებების მოძიება;
** კლიენტებისთვის სასურველი ობიექტების შერჩევა და შეთავაზება;
** შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება;
** კომპანიის შიდა ბაზის მართვა და განახლება;
** განცხადებების მომზადება და განთავსება პორტალებზე.
რა უნარ-ჩვევები დაგეხმარებათ წარმატებისთვის:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** მაღალ საბონუსე სისტემას, ზედა ზღვრის გარეშე
** სტუდენტებზე მორგებულ გრაფიკს;
** პროფესიულ ტრენინგებს და პრაქტიკულ სწავლებას;
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო ინვენტარს;
** სამოტივაციო ტურსა და აქტივობებს გუნდისთვის;
** წამახალისებელ შეჯიბრებებს;
** მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო თანამშრომლებისთვის ტურს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში;
** კარიერულ წინსვლას და განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: gtestategroup@gmail.com.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ: "უძრავი ქონების აგენტი".
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|