Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: აკერი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
"AKER Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

"AKER Tbilisi" საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს მათთვის საუკეთესო სტრატეგიების და გადაწყვეტილებების მოძიებაში, რომელიც მათ ხელს შეუწყობს ორგანიზაციული განვითარებისა და ეფექტურობის გაძლიერებაში.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო დღეები: კვირაში 5-ჯერ
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (1 საათი შესვენება)
მდებარეობა: თბილისი
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
პოზიციის აღწერა: პოზიცია პასუხისმგებელია კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვაზე, მართვაზე და შესრულებაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

თანამდებობრივი მოვალეობები/ ფუნქციები

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** სოციალური მედიის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** სოციალური მედია მენეჯერის მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი;
** კონტენტ გეგმის შემუშავება და შექმნა, მართვა და მონიტორინგი;
** კომპანიის ვებ გვერდისა და ციფრული მედია არხების მართვის შემუშავებაში
** მონაწილეობის მიღება;
** ბაზრის კვლევა და სამიზნე აუდიტორიის ანალიზი;
** კომპანიის საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა;
** საჭიროების შემთხვევაში კლიენტებთან კომუნიკაცია, კომპეტენციის ფარგლებში მათი საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავება;
** კრეატიული კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და მათი ეფექტურობის განსაზღვრა

რას გთავაზობთ ჩვენ?

** კარიერული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** ახალგაზრდა და დინამიურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
** რეგიონული ბიზნესის განვითარებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას
** სამართლიან და ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნეს გარემოს

როგორ უნდა წარადგინოთ განაცხადი?

თუ მზად ხართ, რომ ჩვენი გუნდის წევრი გახდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV და მარკეტინგული პორტფოლიო ელ. ფოსტაზე: HR@akertbilisi.com.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 6.09.2025

AKER Tbilisi - We See Tomorrow Today

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://akertbilisi.com

ასევე, სოციალურ ქსელებს:

Facebook: https://www.facebook.com/share/1bGnuBCE1G/?mibextid=wwXIfr
Instagram: https://www.instagram.com/akertbilisi?igsh=c2RjM2l3ZmFweGU4
linkedin: https://www.linkedin.com/company/firefliesmanagment/

შენიშვნა:

პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიისთვის, კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე