Робота для біженців з України
HR და ადმინისტრაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR და ადმინისტრაციის მენეჯერი
მომწოდებელი: აითი თექ
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 25 აგვისტო
IT Tech არის მოწინავე IT ინტეგრატორი საქართველოში, რომელიც 2011 წლიდან წარმატებით ეხმარება ქართულ კომპანიებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიან დანერგვასა და განვითარებაში.

ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ბიზნესებს ციფრულ გარდაქმნაში — ვნერგავთ თანამედროვე IT ინფრასტრუქტურას, ვაშენებთ სტაბილურ და უსაფრთხო ქსელურ გარემოს, ვთავაზობთ მონაცემთა დაცვისა და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებებს და უზრუნველვყოფთ სისტემების უწყვეტ ტექნიკურ მხარდაჭერას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს https://ittech.ge/about-us/

შპს "აითი თექ" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე HR და ადმინისტრაციის მენეჯერი.

თუ გიყვართ წვრილმანების კონტროლი და წესრიგის შენარჩუნება - ჩვენ შენ გეძებთ!

HR ფუნქციები:

** ადამიანური პერსონალის შერჩება და მართვა, სრული ციკლი ახალი თანამშრომლის ადაპტაციიდან - წასვლის ინტერვიუმდე (ბევრნი არ ვართ, გაგვიმკლავდებით);
** რეკრუტინგის სრული ციკლი;
** HR საბუთების წარმოება და Self HR-ში (ქართული HRMS) მუშაობა;
** მოტივაციის, შენარჩუნების, ეფექტურობის, დაგვიანებების და ა.შ. კონტროლი

ადმინისტრაციული ფუნქციები:

** ოფისის ზედამხედველობა, ყვავილების მორწყვა, ყავის აპარატის მოვლა, წყლის შეკვეთა;
** ხელმძღვანელის კალენდრის წარმოება, მნიშვნელოვანი მოვლენების შეხსენება, შეხვედრების ორგანიზება და შეხვედრების ოთახის მომზადება (რამდენიმე კვირაში);
** ხელმძღვანელის დავალებების ფორმირება CRM სისტემაში (Bitrix24);
** მივლინებების ორგანიზება (ფრენა/ტრანსფერი/სასტუმრო);
** სხდომების დღის წესრიგის და ამოცანების ჩამოყალიბება (კვირაში ერთხელ);
** თანამშრომლების ამოცანების შესრულების კონტროლი Bitrix24-ში (მონაცემების მომზადება, შეგროვება და შევსების კონტროლი);
** სხვა წვრილი დავალებები პოზიციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** HR მართვის გამოცდილება აუცილებელია მენეჯერის ან ასისტენტის პოზიციაზე.
** HR სისტემების გამოცდილება აუცილებელია, პრიორიტეტი მიენიჭება Self HR-ის ცოდნას.
** MS Office (Word, Excel, Outlook) საშუალო დონეზე ცოდნა, pivot table თუ იცით, საკმარისია.
** CRM სისტემებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ქართული - მშობლიური, ინგლისური - სასაუბრო.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი), 1 საათიანი დასვენებით
** სამუშაო ადგილი ც. დადიანის 7, ქარვასლას ბიზნეს ცენტრი, თბილისი
** ანაზღაურება 2000 ლარი.
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე hr@ittech.ge 25 აგვისტომდე და სათაურის ველში არ დაგავიწყდეთ მიუთითო "HR/Admin".

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე