დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი/ბროკერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
|
ჩვენი კომპანია ეძებს მაღალი მოტივაციის მქონე, პასუხისმგებლობიან და ორგანიზებულ თანამშრომელს უძრავი ქონების აგენტის/ბროკერის პოზიციაზე. თუ მზად ხართ იმუშაოთ დინამიკურ და მაღალი სტანდარტების მქონე გარემოში, ეს შესაძლებლობა თქვენს კარიერულ განვითარებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო პირობებს, პროფესიულ ტრენინგებს და განვითარების რეალურ პერსპექტივას, რომელიც საშუალებას მოგცემთ ჩამოყალიბდეთ უძრავი ქონების სფეროში წარმატებულ პროფესიონალად.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 11:00-19:00
ძირითადი მოვალეობები:
** უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და შესაბამისი შეთავაზებების მოძიება;
** კლიენტებთან კომუნიკაცია და მათთვის ოპტიმალური ობიექტების შერჩევა;
** შეხვედრების დაგეგმვა და მოლაპარაკებების წარმართვა;
** კომპანიის შიდა ბაზის მართვა და განახლება;
** განცხადებების მომზადება და მათი განთავსება შესაბამის პლატფორმებზე.
საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:
** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე და პროფესიონალიზმი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** საბაზისო საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული) ჩაითვლება უპირატესობად.
ჩვენ გთავაზობთ:
** ანაზღაურება გამომუშავებით: 1000-3000 + ლარი;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს სტუდენტებისთვის;
** პროფესიულ ტრენინგებს და პრაქტიკულ სწავლებას;
** სამუშაო პროცესისთვის საჭირო ყველა ტექნიკურ რესურსს;
** მოტივაციურ გუნდურ აქტივობებსა და წამახალისებელ კონკურსებს;
** საუკეთესო თანამშრომლებისთვის სამოგზაურო ტურებს;
** კარიერული წინსვლისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info.homefindergeorgia@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: "უძრავი ქონების აგენტი".
|
|
|
|