დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Step Energy
|
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
|
2020 წლიდან მოყოლებული, Step Energy ქართულ და საერთაშორისო ბაზარს სთავაზობს მწვანე ენერგიის ელექტროსადგურების განვითარებას. თავდაპირველად, როგორც მზის ენერგიის კომპანიამ (Step Solar) ბაზარს განახლებადი მზის ენერგია შევთავაზეთ. დღეს, ამასთან ერთად, მომხმარებელს ქარის ელექტროსადგურების განვითარებას, ელექტრო პარკინგის მოწყობას და ენერგოეფექტურ გადაწყვეტილებებში დახმარებასაც ვთავაზობთ.
ჩვენ განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების განვითარების ხანგრძლივი გამოცდილება და ღრმა ცოდნა გვაქვს პროექტების წარმოების მთელ ციკლში. როგორც EPC კომპანია, ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები პროექტის განვითარების მთელ გზაზე, დაპროექტებიდან აღსრულებამდე.
Step Energy მჭიდროდ თანამშრომლობს ინვესტორებთან და პარტნიორებთან მაღალპროდუქტიული მზის თუ ქარის ელექტროსადგურების პროექტირების და მშენებლობის ეტაპებზე საქართველოსა და რეგიონში.
აუცილებელია გადავდგათ ნაბიჯი მწვანე მომავლისკენ, შევქმნათ მეტი სუფთა და განახლებადი ენერგიის წყარო ჩვენი უკეთესი მომავლისთვის. ამიტომ გვჯერა, რომ ჩვენი თითოეული განხორციელებული პროექტი ხელს უწყობს საქართველოს და მსოფლიოს მდგრად ენერგო და ეკონომიკურ განვითარებას.
ჩვენ ვქმნით განახლებად ენერგიას, ჩვენ ვქმნით მომავალს!
კომპანია Step Energy აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე, ქარალეთში (გორის მუნიციპალიტეტი) მდებარე ლოჯისტიკურ ცენტრში.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში შემოსული და გასული ინვენტარის სრულფასოვანი აღრიცხვა, მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საწყობის ოპტიმალური სტრუქტურირება და ინვენტარის სწორად კატეგორიზება/დახარისხება;
** ყოველდღიური ოპერაციების მართვა საწყობის ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული სამუშაო სტილი;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი და ელემენტარული კომპიუტერული პროგრამების ფლობა (სასურველია Excel-ის ცოდნა);
** კომუნიკაბელურობა, სანდოობა და პროფესიონალიზმი.
უპირატესობად ჩაითვლება:
** ადგილობრივობა (კარალეთი ან გორი);
** მსგავს ინდუსტრიაში (ენერგეტიკა/ინვესტიციები/მშენებლობა) მუშაობის გამოცდილება.
** ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები).
განცხადება უნდა მოიცავდეს ზემოთ აღნიშნულ ინფორმაციას. ასევე გვსურს განცხადებას ახლდეს ჩვენი ლოგო რომელ თანდართულია ამ მეილზე.
გთხოვთ დამიბრუნდეთ პასუხით და მომაწოდოთ გადახდის მეთოდების შესახებ. ასევე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 555 003 112 ალექსანდრე
|
|
|
|