დასახელება:
IQOS-ის გაყიდვების ექსპერტი
|
მომწოდებელი:
GDI
|
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
|
შპს "ჯიდიაი" - ფილიპ მორისის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, ეძებს მოტივირებულ და ენერგიულ თანამშრომლებს IQOS-ის გაყიდვების ექსპერტის პოზიციისთვის.
ქალაქი: თბილისი
მოთხოვნები:
** მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** გამართული და ეფექტური მეტყველების უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქტის გაყიდვა და მის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის
** მაღაზიის საოპერაციო საქმე (საქონლის აღწერა, სალაროსთან მუშაობა)
რას გთავაზობთ:
** ხელზე ასაღები ხელფასი: საწყის ეტაპზე 1, 200 ლარი + ბონუსი 480 ლარი
** პროფესიული ზრდის და განვითარების შესაძლებლობა
** მეგობრული სამუშაო გარემო
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Irakli.Tchitchiashvili@pmi.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენ მიერ გამოგზავნილი მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, შესაძლოა რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე.
|
|
|
|