დასახელება:
შოურუმის ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Anat Amoroso Fashion
|
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
|
"Anat Amoroso Fashion" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლობიან და მოდის მოყვარულ კანდიდატს, რომელსაც აქვს გამოცდილება მომხმარებლებთან კომუნიკაციაში და შეუყვარდება ჩვენი შოურუმის ატმოსფერო.
ძირითადი მოთხოვნები:
** ქართული ენა — მშობლიური
** ინგლისური — მინიმუმ სასაუბროდ
** რუსული — ჩაითვლება უპირატესობად
** კომუნიკაციის უნარი და თავაზიანი დამოკიდებულება მომხმარებელთან
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალებისადმი
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა
** გამოცდილება მომსახურების სფეროში — სავალდებულოა
მოვალეობები:
** შოურუმში სტუმრების მიღება და მომსახურება
** მომხმარებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა
** სამუშაო პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობა
** პროდუქციის პრეზენტაცია და მცირე დოკუმენტური საქმეების წარმოება
რას გთავაზობთ:
** პროფესიონალურ და სტილზე ორიენტირებულ გუნდში მუშაობა
** მეგობრული სამუშაო გარემო
** ფიქსირებული ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადით: 60/70 ლარი დღიურად + ბონუსი გაყიდვებიდან, შემდგომ: 70-80 ლარი დღიურად + ბონუსი გაყიდვებიდან (შოურუმში საშუალო შენაძენი 400-700 ლარს შორის მერყეობს, რაც გულისხმობს საკმაოდ კარგ ბონუსს)
** გრაფიკი: 3/3, სამუშაო საათები: 11:00-20:00 (1 საათიანი შესვენება)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელფოსტაზე: anat.amoroso@gmail.com
|
|
|
|