Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
"ქებული კლიმატი" - გათბობის, გაგრილების, ვენტილაციისა და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე და ქვეყნის მასშტაბით 11 ფილიალით არის წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ.გვერდზე: http://www.qebuli-climate.ge

ვაცხადებთ ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

პოზიცია ექვემდებარება: კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ვაკანტური ადგილ (ებ)ის რაოდენობა: 1
ვაკანტური თანამდებობის ზოგადი მიზანი: კორპორატიული კლიენტების სწრაფი და მომსახურების სტანდარტების დაცვით მომსახურება, კომპანიის გაყიდვების ხელშეწყობა

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტის, სერვისებისა და სტანდარტების შესახებ ინფორმაციის საფუძვლიანი ცოდნა;
** კორპორატიული (სამშენებლო და საპროექტო ორგანიზაციები) კლიენტების მოძიებაში ჩართულობა; შენარჩუნება და მათი რაოდენობის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების იდენტიფიცირება და მისგან გამომდინარე წინადადების მომზადება, შეთავაზება;
** შეხვედრებისა და პრეზენტაციების გამართვა;
** არსებულ მომხმარებლებთან მომსახურების შეთავაზება და მათთან კორპორატიული ურთიერთობის შენარჩუნება;
** კლიენტთა ბაზის მუდმივი განახლება.
** პარტნიორ საპროექტო/სამონტაჟო კომპანიასთან მჭიდრო ურთიერთობა და მათთან ერთად პროექტების დაგეგმვა. მოთხოვნების გაზიარება და ერთობლივი შეთავაზებების გაკეთება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ისა და საპრეზენტაციო პროგრამის);
** საკუთარი მსუბუქი, ეკონომიური ავტომობილი
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო რეჟიმი/გრაფიკი: სრული, 09:00-18:00 მდე, კვირაში 5 სამუშაო დღე
** ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად: ფიქსირებული 1700 - 2000 ლარი + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ეთერ ბოცვაძის ქ. #4; "ქებული კლიმატის" სათავო ოფისი,

სოციალური პაკეტი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ლანჩით უზრუნველყოფა
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა
** ყოველთვიური ავანსით სარგებლობა (სურვილის შემთხვევაში)
** პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლება
** კორპორატიული ნომერი
** პარკინგი

შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადა წერილობითი ხელშეკრულება 6 თვიანი გამოსაცდელი ვადა
ხელშეკრულების შემდგომი გაგრძელება: შრომის კოდექსით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@qebuli.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი";

აპლიკაციის/CV მიღების ბოლო ვადაა: 06 სექტემბერი 2025.

კონკურსის პირობები და ეტაპები: კანდიდატები შეირჩევიან მოკლე სიისა და გასაუბრების საფუძველზე

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. გაცნობებთ, რომ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

დასაქმებულის უფლებები:

როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდში თანამშრომელი სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით. კომპანია იცავს და ემორჩილება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის პრინციპს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე