Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: საქკაბელი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
სს "საქკაბელი" 1958 წელს დაარსდა და მომხმარებელს როგორც საკაბელო, ისე ელექტროფიკაციასთან დაკავშირებულ 2000-მდე დასახელების პროდუქტს სთავაზობს. კომპანიის მიერ წარმოებული ქართული პროდუქცია სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს და შესაბამისად ევროპის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. კომპანიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართულ ეკონომიკაში იმპორტის ჩანაცვლებაა.

სს საქკაბელის მთავარი ღირებულება თანამშრომელია - ერთად, ძლიერი გუნდით ჩვენ ვქმნით ქართულ პროდუქციას და ვამკვიდრებთ ევროპულ სტანდარტებს.

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალთა გუნდის წევრი და წვლილი შეიტანოთ საერთაშორისო სტანდარტების ქართული პროდუქციის განვითარებაში, სს "საქკაბელი" გთავაზობთ დასაქმებას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები/ მოვალეობები/ პასუხისმგებლობის საზღვრები:

** კომპანიის საბანკო გადარიცხვების შესრულება
** საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა
** საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის დაარქივება დადგენილი წესის შესაბამისად
** დებიტორებთან - კრედიტორებთან პერიოდული შედარების მომზადება
** სხვადასხვა ბუღალტრული ოპერაციების პროგრამული ასახვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ცოდნა/გამოცდილება

** უმაღლესი განათლება ფინანსური ან საბუღალტრო მიმართულებით
** IFRS სტანდარტების ცოდნა
** Excel-ის ცოდნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სასურველია 1C ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

უნარები/პიროვნული მახასიათებლები

** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშობა

თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@sakcable.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ბუღალტერი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge

თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს საქკაბელის მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე