Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655869&print=yes&view=jobs
 
პროდუქტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის მენეჯერი
მომწოდებელი: Heel
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
გერმანული ფარმაცევტული კომპანია "Heel"-ის წარმომადგენლობა საქართველოში და სომხეთში ეძებს მოტივირებულ, გამოცდილ და კვალიფიციურ პროფესიონალს პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის ან ბიოლოგიის მიმართულებით)
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** გამოცდილება სამედიცინო თემატიკაზე მასალების მომზადებაში (ბუკლეტები, სტატიები, სამეცნიერო ნაშრომები და სხვა)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა: საუბარი, წერილობითი კომუნიკაცია, თარგმნა და ინფორმაციის მოძიება
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office და სხვა საოფისე პროგრამები) კარგად ფლობა

უპირატესობად ჩაითვლება:

** აუდიტორიის წინაშე ეფექტური პრეზენტაციების წარმართვის გამოცდილება (ტრენინგები, კონფერენციები, პრეზენტაციები)
** ინფორმაციის ანალიზისა და სტრუქტურირებული დასკვნების ფორმირების უნარი
** უნარი შეიმუშაოს სამედიცინო თემატიკის საინფორმაციო/საპრომოციო მასალები

სამუშაო აღწერილობა:

** კონკურენტული ბაზრის კვლევა და ანალიზი
** პროდუქტების ღრმა შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის სისტემატიზაცია
** ბუკლეტებისა და სხვა საპრომოციო მასალების მომზადება
** პრეზენტაციების, მრგვალი მაგიდებისა და კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება
** სამედიცინო წარმომადგენლებისთვის ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომა საქმესთან
** გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი

სამუშაო პირობები:

** 5-დღიანი სამუშაო კვირა
** ანაზღაურება განისაზღვრება ინდივიდუალურად გასაუბრებისას, კანდიდატის გამოცდილების გათვალისწინებით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელფოსტაზე: heelofficialgeorgia@gmail.com

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია