Робота для біженців з України
იმპორტისა და ლოგისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტისა და ლოგისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: Merlons
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორაციულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ამჯერად, ვეძებთ იმპორტისა და ლოგისტიკის სპეციალისტს

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე (დასვენების დღეები შაბათი-კვირა)
ანაზღაურება: კომპეტენციის მიხედვით, 1500-2000 ლარამდე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ლოგისტიკურ საკითხებთან დაკავშირებით უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია
** საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებული პროცესების მართვა
** სატრანსპორტო კომპანიებთან თანამშრომლობა
** შემოსული პროდუქციის მითვლა
** წლიური აღწერების გაკეთებაში თანამონაწილეობა
** მომხმარებლებთან არსებული სხვადახვა პრობლემური საკითხების (საჩივრების) მონიტორინგი
** დაზიანებული/სარეზევო პროდუქციის აღრიცხვა და პროდუქციის დაკომპლექტების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ლოგისტიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან დაკავშირებულ სფეროში)
** ლოგისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული უნარები (MS Excel, 1C)
** ორგანიზებულობა, მოლაპარაკების უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია
** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას
** შედეგებზე მიბმულ ბონუსსა და პრემიას
** მზარდ ანაზღაურებას

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "იმპორტისა და ლოგისტიკის სპეციალისტი"

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე:

https://merlons.ge/ka/ https://www.facebook.com/Merlons.ge
http://vitra.com.ge/ https://www.facebook.com/VitraGeorgia
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე