Робота для біженців з України
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: რესტოსოფტი
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო / ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
შპს "რესტოსოფტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ?

"Restosoft" არის სარესტორნო ინდუსტრიაზე ორიენტირებული პროგრამული გადაწყვეტილებების მომწოდებელი. მოწინავე ტექნოლოგიებისა და ინტეგრაციების დახმარებით ვეხმარებით ბიზნესს პროცესების ავტომატიზაციაში და ოპერაციული ეფექტიანობის ზრდაში.

ჩვენი მისიაა, რესტორნების მუშაობა გავხადოთ უფრო მარტივი, გამჭვირვალე და მომგებიანი.

ანაზღაურება:

** ფიქსირებული ხელფასი: 1500-2000 ლარი (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით);
** ბონუსური სისტემა — შედეგების შესაბამისი საბონუსე გეგმა.

სამუშაო გრაფიკი:

** ჰიბრიდული ფორმატი — საოფისე და დისტანციური მუშაობის კომბინაცია;
** მუშაობის წინასწარ დაგეგმილი გრაფიკი.

რატომ უნდა შემოუერთდე ჩვენს გუნდს?

** ვთანამშრომლობთ საქართველოში წამყვან რესტორნებთან და ქსელებთან;
** გვყავს წარმომადგენლობები საქართველოშიც და ევროკავშირის ტერიტორიაზეც (ორი ოფისით);
** ვთავაზობთ პრაქტიკულ, საქმეზე ორიენტირებულ შიდა ტრენინგებს და საორიენტაციო პროგრამებს;
** უზრუნველვყოფთ სწრაფ კარიერულ ზრდას შედეგებზე ორიენტირებული თანამშრომლებისთვის;
** გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას, ბაზრის პირობების გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლების ტექნიკური მოთხოვნების მიღება და დროული დამუშავება;
** საჭიროების შემთხვევაში — ტექნიკური ვიზიტები კლიენტის ობიექტებზე;
** პროგრამული უზრუნველყოფის საწყისი კონფიგურაცია და კლიენტის სისტემაში სრულფასოვანი ინტეგრაცია;
** სისტემური განახლებების განხორციელება და მიმდინარე ტექნიკური მხარდაჭერა;
** ინტეგრაციების ტესტირება და ხარისხის მუდმივი კონტროლი;
** აქტივობების დეტალური აღრიცხვა და დოკუმენტირება CRM სისტემაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება IT ან ტექნიკური მხარდაჭერის სფეროში;
** გამართული კომუნიკაციის უნარი — როგორც წერილობით, ისე ვერბალურად;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი, პრობლემის სწრაფად ამოცნობისა და გადაჭრის უნარით;
** პასუხისმგებლობიანი მიდგომა დროისა და სამუშაოს მართვის მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი და ღია კომუნიკაცია;
** რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა B2+ დონეზე ან უფრო მაღალი — მომხმარებელთან კომუნიკაციისა და ტექნიკური მასალების გასაგებად

რას გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მეგობრული სამუშაო გარემო, გუნდური ღონისძიებები და კორპორატიული შეხვედრები;
** სამუშაო მივლინებების შესაძლებლობა როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში;
** განვითარებისა და პროფესიული ზრდის რეალური პერსპექტივა.

შემოგვიერთდით კომპანიაში, რომელიც ტექნოლოგიას რეალურ ღირებულებად აქცევს!

თუ გსურთ განვითარება პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში, სადაც თქვენი გამოცდილება და ხედვა ფასდება — ეს პოზიცია თქვენთვისაა.

რეზიუმე (CV) გამოგვიგზავნეთ მისამართზე: HR@restoaudit.ge

Subject: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე