დასახელება:
ტექნიკური დეპარტამენტის დამხმარე თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
აჭარა ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
|
"აჭარა ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური დეპარტამენტის დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** ავეჯის, დანადგარებისა და სხვადასხვა ინვენტარის გადატანა/გადაადგილება ობიექტებზე
** ღონისძიებების ორგანიზებაში დახმარება (შიდა და გარე ღონისძიებები)
** საოფისე ავეჯის გადაადგილება საჭიროების მიხედვით
** საინჟინრო დეპარტამენტისთვის საჭირო ტექნიკური დახმარება
საჭირო უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს
კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/3m2Zzt7v2P
|
|
|
|