დასახელება:
ცვლის მექანიკოსი
|
მომწოდებელი:
კორიდა
|
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
კომპანია "ნიკორა, "1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა, დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას, ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.
"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.
სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge
შპს "კორიდა" აცხადებს ვაკანსიას ცვლის მექანიკოსის პოზიციაზე ფოთში.
ანაზღაურება: 1540 ლარი ხელზე ასაღები, ზრდის პერსპექტივით
სამუშაო გრაფიკი: ყოველი მესამე დღე (ღამის ცვლა) 09:00-დან 09:00-მდე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** დანადგარების მუშაობის შემოწმება;
** წარმოებაში, საწყობებში სანტექნიკური სამუშაოების წარმოება (საჭიროებისამებრ);
** წარმოებაში დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, მიზეზის დადგენა ხელმძღვანელთან ერთად და აღმოფხვრა;
** საჭიროებისამებრ დანადგარების ადგილზე შეკეთება და სარეგისტრაციო ჟურნალში ჩატარებული სამუშაოების ჩაწერა;
** წარმოების უბნებზე არსებული დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 5 სექტემბრამდე მისამართზე: maka.zaqradze@nikora.ge და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
I - ანკეტის გადარჩევა;
II - ტესტირება;
III - გასაუბრება.
მხოლოდ დადებითი პასუხის შემთხვევაში დავუკავშირდებით შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებს!
|
|
|
|