დასახელება:
საწყობის თანამშრომელი, საც. და კორპ. გაყიდვების თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
სხივი+
|
გამოქვეყნდა: 06 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 06 სექტემბერი
|
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომლისა და საცალო და კორპორაციული გაყიდვების თანამშრომლის პოზიციებზე.
"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების და ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას.
1) პროდუქციის შემგროვებელი - საწყობის თანამშრომელი
ანაზღაურება: 1600 ლარი ხელზე ასაღები + ბონუსი (400-600 ლარი) ანაზღაურება ზრდის პერსპექტივით
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება.
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდასა და მზარდ შრომით ანაზღაურებას.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00-დან 18:00 საათამდე.
დასვენების დღე: კვირაში 2 დღე.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში მიღებული პროდუქციის ზედნადების მიხედვით მითვლა და დასაწყობება;
** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება;
** საწყობის პერიოდული აღწერა კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;ნაშთების კონტროლი.
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების ტრანსპორტით უზრუნველყოფა.
** კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მართვის მოწმობა - B კატეგორია.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.
2) საცალო და კორპორაციული გაყიდვების თანამშრომელი
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდასა და მზარდ შრომით ანაზღაურებას.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 1500 ზრდის პერსპექტივით + ბონუსი (400-1000 ლარი)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-დან 18:00 საათამდე.
** დასვენების დღე: კვირაში 2 დღე.
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა;
** დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის გამზადება;
** გაყიდვების სრულად ორგანიზება;
** მოლარესთან საბოლოო შედარების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სარემონტო მიმართულებით (გაყიდვების სფეროში)
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა ვინც ფიქრობთ რომ გაყიდვები თქვენი სფეროა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ ზრდა-განვითარებას ჩვენს გუნდში.
|
|
|
|