Робота для біженців з України
Full Stack/Middle დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Full Stack/Middle დეველოპერი
მომწოდებელი: ვებაპი
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 31 აგვისტო
"Webapp" არის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, რომელიც ქმნის ბიზნესების ოპერაციების მართვის სრულყოფილ ციფრულ ეკოსისტემას. Webapp აერთიანებს ტექნოლოგიურ პროდუქტებს ერთ ეკოსისტემაში და ამარტივებს ბიზნესების ოპერაციებს, მომხმარებელთა მართვასა და გაყიდვებს. დღეისათვის, უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, 400-ზე მეტ კომპანიას ვემსახურებით.

თუ გიყვართ ხალხთან კომუნიკაცია, ეძებთ კარიერულ შესაძლებლობებს მეგობრულ და ინოვაციურ გუნდში, მაშინ ეს პოზიცია თქვენთვისაა!

ვაცხადებთ ვაკანსიას Full stack (middle) დეველოპერის პოზიციაზე.

დეველოპერი (Full Stack) პასუხისმგებელია კომპანიის ციფრული პროდუქტების — მათ შორის SaaS პლატფორმების, ვებსაიტებისა და ვებ აპლიკაციების — end-to-end განვითარებაზე. მისი მთავარი მიზანია მომხმარებელზე მორგებული, სტაბილური და მაღალი ხარისხის გადაწყვეტილებების შექმნა, რომლებიც ეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებს, ეფექტიან კოდირებას და მუდმივ გაუმჯობესებას

ფუნქცია-მოვალეობები:

** Front-end (React) და Back-end (PHP Laravel) კომპონენტების დაგეგმვა, განვითარება, ტესტირება და ოპტიმიზაცია;
** ფუნქციონალის გაუმჯობესება და ახალი შესაძლებლობების შექმნა UX/UI დიზაინერებთან, პროდუქტის მენეჯერებთან და უფროს დეველოპერებთან თანამშრომლობით;
** მაღალი ხარისხის კოდის მიწოდება Code Review-ის, ტესტირებისა და დოკუმენტაციის პროცესების დაცვით;
** API-ებთან და მონაცემთა ბაზებთან ინტეგრაციის შესრულება (Front-end და Back-end ნაწილში);
** სუფთა, მოდულარული და სტანდარტებზე ორიენტირებული კოდის წერა;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა ამოცანების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** PHP და Laravel Framework-ის პრაქტიკული ცოდნა
** React.js, JavaScript/TypeScript, HTML5 და CSS3-ის სიღრმისეული ცოდნა
** RESTful API-ებთან და მესამე მხარის API-ებთან ინტეგრაციის გამოცდილება
** SQL მონაცემთა ბაზები (MySQL, PostgreSQL) და მონაცემთა მოდელირების უნარი
** Git-ის ეფექტური გამოყენება.

აუცილებელი უნარები და გამოცდილება:

** დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** Agile ან სხვა განვითარების მეთოდოლოგიების გამოცდილება;
** გუნდურ გარემოში მუშაობის გამოცდილება და კომუნიკაციის მაღალი უნარი;
** საუკეთესო პრაქტიკებისა და თანამედროვე ვებ განვითარების ტენდენციების ცოდნა;
** ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისებისა და ადაპტაციის უნარი.

სასურველი უნარები:

** Vue.js ან სხვა JavaScript Framework-ის ცოდნა;
** TailwindCSS ან სხვა CSS Framework-ის გამოყენების გამოცდილება
** DevOps ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (Docker, CI/CD, Jenkins ან სხვა)
** Cloud ტექნოლოგიების ცოდნა (AWS, Azure ან Google Cloud)
** ტესტირების პრაქტიკის ცოდნა და Unit/Integration ტესტების წერის გამოცდილება (მაგ., PHPUnit, Jest)
** უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკების ცოდნა Web აპლიკაციების განვითარებისას
** მოდულარული არქიტექტურის და Microservices პრინციპების გაგება;
** მაღალი დატვირთვის მქონე სისტემებზე მუშაობის გამოცდილება;
** სისტემური დიზაინის, კოდის ოპტიმიზაციის და ეფექტურობის ანალიზის უნარი;
** ინიციატივის გამოჩენისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** კრეატიულობა და პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
** ახალი ტექნოლოგიების შესწავლის და სწრაფი ადაპტაციის სურვილი.
** სამუშაო გარემო და პირობები
** საოფისე გარემო

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: თბილისი. პოლიტკოვსკაიას 57.
** განაკვეთი: სრული
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: hr@webapp.ge, სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 31 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებას აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ვებაპ ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე