Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Novotel Tbilisi Center
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
ახალი ბრენდული სასტუმრო "Novotel Tbilisi Center" (საერთაშორისო სასტუმროების ქსელ- Accor-ის წევრი) იწვევს თავის გუნდში გამოცდილ დიასახლისს.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** ძირითადი დასუფთავების მოვალეობების შესრულება, მათ შორის თეთრეულის გამოცვლა, პირსახოცების გამოცვლა და განლაგება, საპირფარეშოს ნივთების შევსება, მტვერსასრუტით წმენდა, მტვრის წმენდა და ნომრის მოწესრიგება სტუმრების გასვლის შემდეგ;
** დამლაგებლების გუნდთან ერთად მუშაობა თითოეულ ცვლაში;
** ქიმიკატების გამოყენება სტანდარტების შესაბამისად და უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ოთახების და საზოგადოებრივი სივრცეების დასუფთავება სტანდარტების შესაბამისად;
** სასტუმროს მთელი ტერიტორიის სისუფთავის კონტროლი;
** სტუმრების დახმარება საჭიროების შემთხვევაში;
** პერსონალისა და საწყობების სისუფთავის შენარჩუნება;
** ნებისმიერი დაზიანების, დეფიციტის ან დარღვევის შემთხვევაში ხელმძღვანელის ან მენეჯერის ინფორმირება;
** სხვა განყოფილებებთან ყოველდღიური კომუნიკაცია.

მოთხოვნები და უნარები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური/რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია სამუშაო საათების მოქნილობა;
** მცირე ზედამხედველობის ქვეშ მუშაობისა და მაღალი დონის შესრულების შენარჩუნების უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებული და მეგობრული;
** ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას იმუშაოთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმროს ქსელში
** პროფესიონალური და მეგობრული გარემო
** კონკურენტული ანაზღაურება
** სამუშაო დღეები/საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათი
** საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Accor-ის წევრობა და ფასდაკლებებით სარგებლობა ყველა მის წევრ სასტუმროში
** კვება თანამშრომლებისთვის

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novoteltbilisi.com; და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე