დასახელება:
ციფრული მარკეტინგის ლიდი
|
მომწოდებელი:
ვებაპი
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
"Webapp" არის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, რომელიც ქმნის ბიზნესების ოპერაციების მართვის სრულყოფილ ციფრულ ეკოსისტემას. Webapp აერთიანებს ტექნოლოგიურ პროდუქტებს ერთ ეკოსისტემაში და ამარტივებს ბიზნესების ოპერაციებს, მომხმარებელთა მართვასა და გაყიდვებს. დღეისათვის, უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით, 400-ზე მეტ კომპანიას ვემსახურებით.
თუ გიყვართ ხალხთან კომუნიკაცია, ეძებთ კარიერულ შესაძლებლობებს მეგობრულ და ინოვაციურ გუნდში, მაშინ ეს პოზიცია თქვენთვისაა!
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ციფრული მარკეტინგის ლიდის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სტრატეგია და ანალიტიკა:
** კომპანიის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი;
** კამპანიების ეფექტიანობის მონიტორინგი და ანგარიშგება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და კონტროლი.
არხების მართვა:
** ციფრული არხების (Facebook, Instagram, Google, YouTube, Email Marketing და სხვ.) ყოველდღიური მართვა;
** მიზნობრივი აუდიტორიის ანალიზი და შესაბამისი კამპანიების დაგეგმვა;
** SEO და Google Ads კამპანიების დაგეგმვა და მონიტორინგი.
კონტენტი და ვიზუალი:
** სოციალური მედიის გეგმის შემუშავება და შესრულების კოორდინაცია;
** ტექსტური და საპრეზენტაციო მასალების შექმნის მართვა და საჭიროების შემთხვევაში — რედაქტირება;
** დიზაინერებთან და კონტენტის შემქმნელებთან კოორდინაცია, ბრიფების მომზადება და განთავსების ზედამხედველობა.
ძირითადი მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში;
** Meta Business Suite, Ads Manager და Google Analytics-ის მაღალ დონეზე ფლობა;
** ანალიტიკური და კრეატიული აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურობის უნარი;
** ქართული ენის გამართულად ფლობა;
** ინგლისური - B2 დონე
უპირატესობად ჩაითვლება:
** ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში (განსაკუთრებით SaaS პროდუქტებში) მუშაობის გამოცდილება;
** SEO-სა და Google Ads-ის პრაქტიკული ცოდნა.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:00-19:00 მდე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას 57.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@webapp.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 31 აგვისტო.
გისურვებთ წარმატებას!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანია "ვებაპ ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|