დასახელება:
სპიკერი/პრომო პერსონა
|
მომწოდებელი:
Sky Kings
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
ვაკანსია - სპიკერი / პრომო პერსონა პარაგლაიდინგის კომპანიაში "Sky Kings"
მდებარეობა: გუდაური
სამუშაო დრო: 11:00 - 18:00 (ზოგჯერ 19:00-მდე)
ანაზღაურება: გამომუშავებაზე დამოკიდებული (გუნდის პრინციპით იყოფა), საშუალოდ 2500-3000₾
მოგესალმები!
ჩვენ ვართ "Sky Kings" — პროფესიონალ პილოტებზე დაყრდნობილი, ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი პარაგლაიდინგის კომპანია საქართველოში, რომელიც უკვე 6 წელზე მეტია გუდაურში ოპერირებს.
ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და მოტივირებულ სპიკერს, რომელიც დაგვეხმარება ადგილზე სტუმრებთან კომუნიკაციაში და ფრენების შეთავაზებაში.
ძირითადი მოვალეობები:
** ტურისტებთან კომუნიკაცია და ფრენის სერვისის შეთავაზება
** ფრენის დეტალებისა და უსაფრთხოების წესების ახსნა
** გუნდთან კოორდინაცია და ვიზიტორების დროული მორგება ფრენებზე
** პოზიტიური განწყობის შექმნა და მარკეტინგული მიდგომა ლოკაციაზე
მოთხოვნები:
** საუკეთესო კომუნიკაციის უნარი
** ინგლისურის ცოდნა საშუალო ან მაღალი დონეზე (მინ. B1)
** გუნდურ გარემოში მუშაობის გამოცდილება უპირატესობად ჩაითვლება
** სანდოობა, პასუხისმგებლობა და ადამიანებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** მაღალ ანაზღაურებას
** ექსტრემის და ტურისტების გარემოცვაში
თუ შენ ხარ ადამიანი, ვისაც უყვარს კომუნიკაცია, მოგზაურობა, ადამიანებთან ურთიერთობა და არ ეშინია ახალი გამოწვევების — დაგვიკავშირდი!
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი მოკლე ინფორმაცია ან CV: skykingsgeorgia@gmail.com
|
|
|
|