Робота для біженців з України
დეკლარანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დეკლარანტი
მომწოდებელი: SGS Georgia
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
"SGS" არის მსოფლიოს წამყვანი ტესტირების, ინსპექტირების და სერტიფიცირების კომპანია. ჩვენ ვმართავთ 2, 500-ზე მეტ ლაბორატორიასა და ბიზნეს ობიექტს 115 ქვეყანაში და გვყავს 99, 500 პროფესიონალი თანამშრომელი. 145 წელზე მეტი გამოცდილებით, SGS აერთიანებს შვეიცარიულ სიზუსტესა და საერთაშორისო სტანდარტებს, რათა დაეხმაროს ორგანიზაციებს ხარისხის, შესაბამისობისა და მდგრადობის უმაღლესი დონის მიღწევაში.

შპს "სჯს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას თბილისში დეკლარანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტრანსპორტის პროდუქციით დატვირთვის ორგანიზება;
** საქონლისთვის საბაჟო დეკლარაციების წარმართვა.
** შესყიდული პროდუქციის დეკლარირება;
** წინასწარი დეკლარირების გარეშე ჩამოსული ტვირთის გეზში განბაჟება;
** აქციზური გადასახადების, აკრძალვების ან შეზღუდვების ქვეშ მყოფი საქონლის შემოწმების უზრუნველყოფა.
** ტრანსპორტირების საბოლოო დოკუმენტის (CMR) მიღება-ჩაბარების უზრუნველყოფა;
** კომპეტენციაში ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის სფეროში უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება, არანაკლებ 3 წ.
** რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა.
** საბაჟო დოკუმენტების შევსების და ანგარიშგების პროცედურების ცოდნა.
** საქონლის საბაჟო ღირებულების გაანგარიშების ცოდნა.
** საბაჟოზე საქონლის გადაადგილების მარეგულირებელი ნორმატიული სამართლებრივი აქტების და კანონმდებლობის ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: maia.chkhartishvili@sgs.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: დეკლარანტი.

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "სჯს ჯორჯიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი CV შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე