დასახელება:
მთავარი სპეციალისტი შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურში
|
მომწოდებელი:
თბილსერვის ჯგუფი
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
შპს "თბილსერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე შრომის უსაფრთხოების დაცვის სამსახურში.
ძირითადი მოვალეობები:
** შრომის უსაფრთხოების საჭირო დოკუმენტაციის წარმოება, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.
** მუშაობის პროცესში შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება.
** ორგანიზაციაში ახალი მიღებული თანამშრომლის პირველადი ინსტრუქტაჟით უზრუნველყოფა;
** ობიექტზე პირების აღჭურვილობის გამოყენების წესების კონტროლი;
** უშუალო უფროსის ინფორმირება თანამშრომელთა უბედური შემთხვევების, ინციდენტების და საწარმო ტრავმების შესახებ. მათი აღრიცხვა, ანგარიში, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი
** სავალდებულოა სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერტიფიკატის ან დიპლომის ფლობა;
** ადგილობრივი შრომის უსაფრთხოების რეგულაციების ცოდნა;
დამატებითი ინფორმაცია:
** ვაკანსიის რაოდენობა: ორი ვაკანსია.
** სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: 2195 ლარი (დარიცხული)
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი 67
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ana.karapetiani@yahoo.com
|
|
|
|