დასახელება:
სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი/პრარაბი
|
მომწოდებელი:
ჰაბმშენი
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
"ჰაბმშენი" აცხადებს სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) ვაკანსიას.
კომპანიის შესახებ
"ჰაბმშენი" არის სამშენებლო-დეველოპერული კომპანია, რომლის მთავარ საქმიანობას თბილისსა და ქალაქის შემოგარენში, საკუთარი სახლების მშენებლობა წარმოადგენს. კომპანიის მიზანია შეუქმნას ადამიანებს კომფორტული გარემო უკეთ ცხოვრების, მუშაობისა და დასვენებისთვის. "ჰაბმშენი" უკვე 5 წელზე მეტია რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. კომპანიის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: http://www.hubmsheni.com/
სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის (პრარაბის) სამუშაოს აღწერა:
** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება
** ბრიდაგებთან კომუნიკაცია და მართვა
** პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით ყოველკვირეული შეხვედრების ჩატარება და მათში მონაწილეობის მიღება
** საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე
** კომუნიკაცია არქიტექტორთან და კონსტრუქტორთან
** საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობაზე მისულ კლიენტებთან კომუნიკაცია და დირექტორის ჩართვა ** პრობლემური სიტუაციის შემთხვევაში
** შესრულებული სამუშაოების რეპორტინგი დამფუძნებელთან და დირექტორთან
** კომპანიაში დანერგილი საინფორმაციო სისტემების გამოყენება
** ობიექტებზე მარაგების აღრიცხვა და ყოველი სამშენებლო ეტაპის დასრულების შემდეგ ინვენტარიზაციის ჩატარება.
** დირექტორთან და დამფუძნებელთან ერთად პროექტის დაგეგმვა და შემდგომ მართვა
განათლება:
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან მშენებლობის მიმართულებით.
გამოცდილება:
უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცდილება სამშენებლო-დეველოპერულ სფეროში და აქვს Archicad-თან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი
** თანაგუნდელებთან მაღალი დონის კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი
საკვალიფიკაციო უნარები:
** Microsoft Office პროგრამები, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა
** სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
ენები: რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
სხვა მოთხოვნები: B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი
სამუშაო ადგილი: თბილისი (ყოველდღიური სამუშაო ადგილი დამოკიდებული იქნება ობიექტების ლოკაციაზე)
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
სამუშაო საათები 09:00-დან 18:00 საათამდე
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@hubmsheni.com და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|