Робота для біженців з України
პროაქტიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროაქტიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო ბოდბე
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
"სასტუმრო ბოდბე" აცხადებს ვაკანსიას პროაქტიული გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი

ჩვენ შესახებ:

სასტუმრო "ბოდბე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული. სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს სთავაზობს.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროს გაყიდვების ყოველდღიური, თვიური, კვარტალური ანალიზი
** ბაზრის დივერსიფიკაცია და მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა დატვირთულობების, სეზონურობის მიხედვით
** სასტუმროს KPI-ს განსაზღვრა და მასზე დაყრდნობით სტრატეგიებისა და გეგმების შემუშავება
** გაყიდვების სტრატეგიების დაგეგმვა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად და მოდიფიკაცია ბაზრის მოთხოვნების მიხედვით
** ბიუჯეტირებაში ჩართულობა და სეგმენტების მიხედვით განსაზღვრა
** ყოველთვიური რეპორტინგი მის უშუალო ხელმძღვანელთან, შედეგების ანალიზი
** კონკურენტების მუდმივი მონიტორინგი, ფასების და შეთავაზებების გადახედვა კონკურენტული უპირატესობების მისაღწევად
** ახალი კორპორატიული პარტნიორების მოძიება (B2B), მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება
** ინფო ტურების დაგეგმვა და ორგანიზება
** მარკეტინგისა და ოპერაციების გუნდთან მჭიდრო კოორდინაცია

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმში, სასტუმრო ბიზნესში ან).
** გამოცდილება გაყიდვებში (სასურველია სასტუმრო ან სტუმარმასპინძლობის სფეროში) ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად ;
** ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruiters@bodbehotel.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "პროაქტიული გაყიდვების მენეჯერი"

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. "ბოდბე მენეჯმენტი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "ბოდბე მენეჯმენტი" (ს/კ: 405452745), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
"ბოდბე მენეჯმენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე