დასახელება:
ღამის აუდიტორი/რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო ბოდბე
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 31 აგვისტო
|
"ბოდბე" აცხადებს ვაკანსიას ღამის აუდიტორის/რეგისტრატორის თანამდებობაზე.
მდებარეობა: სიღნაღი, კახეთი
სასტუმრო "ბოდბე" საერთაშორისო სტანდარტების მქონე ახალი ქართული ბრენდია, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებაზეა ორიენტირებული.
სიღნაღის საოცარი ხედებით ცნობილი სასტუმრო სტუმრებს სხვადასხვა კატეგორიის 132 ოთახს, განსხვავებული კონცეფციის კვების ობიექტებს, სპა, ფიტნეს ცენტრს და შეხვედრებისთვის განკუთვნილ სივრცეებს სთავაზობს.
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს მიღება-განთავსების დეპარტამენტის ეფექტური ფუნქციონირების კონტროლი;
** სტანდარტული ოპერაციების პროცედურების შექმნა, დანერგვა და კონტროლი;
** სტუმრების კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მათ საჭიროებებსა თუ მოთხოვნებზე სათანადო, დროული რეაგირება;
** ღამის აუდიტის პროცედურების ჩატარება და რეპორტინგის უზრუნველყოფა;
** გადახდები და დოკუმენტაციის შევსებისა და სისწორის კონტროლი;
** სამუშაო პროცესში სასტუმროში არსებულ სხვა დეპარტამენტებთან კოორდინირებული თანამშრომლობა;
** რეპორტინგის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში სასტუმროს სტუმრებთან თბილი და თავაზიანი დახვედრა, სასტუმროს სერვისების შესახებ მათთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ელექტრონული კორესპონდენციის უზრუნველყოფა;
ძირითადი მოთხოვნები:
** Microsoft Office (Word, Excel) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** Opera (PMS) - ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული და ინგლისური ენების ფლობა აუცილებელია, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** მიმღები რეგისტრატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობიანი, პუნქტუალური და ორგანიზებული;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** მეგობრული და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებული;
** კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ გადმოაგზავნოთ რეზიუმე /CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: recruiters@bodbehotel.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ღამის აუდიტორი/რეგისტრატორი"
წარმატებას გისურვებთ!
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. "ბოდბე მენეჯმენტი" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გამოგზავნილი რეზიუმე შენახული იქნება არაუმეტეს 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრება შპს "ბოდბე მენეჯმენტი" (ს/კ: 405452745), რომელიც, როგორც მონაცემთა დამუშავებაზე პასუხისმგებელი პირი, განახორციელებს მონაცემთა დამუშავებას კომპანიის სახელით, კომპანიის სასარგებლოდ და კომპანიის მიერ გაცემული ინსტრუქციების/მითითებების შესაბამისად.
"ბოდბე მენეჯმენტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|