"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას სახარჯი მასალების მართვის ოპერატორის პოზიციაზე.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/
** ადგილმდებარეობა: თბილისი, 0102 უშანგი ჩხეიძის ქ. #17
** შერჩევის ფორმა: გასაუბრება
** ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1200 ლარი
** კორპორატიული ბენეფიტი: თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად;
** დეპარტამენტში (კათეტერიზაციის ლაბორატორიის საწყობი, საოპერაციო, პოსტოპი,) სახარჯი მასალების შეკვეთების მომზადება, შეკვეთა, შეკვეთის მიღება, შესაბამისობისა და რაოდენობის გაკონტროლება და განაწილება დადგენილი წესის მიხედვით;
** დეპარტამენტში (კათეტერიზაციის ლაბორატორიის საწყობი, საოპერაციო, ანესთეზია, პოსტოპი, ) მიღებული პროდუქციის (სახარჯი მასალების) პროგრამულად რეგისტრაცია, უსაფრთხოდ და სწორად განთავსება;
** დეპარტამენტების (კათეტერიზაციის ლაბორატორიის საწყობი, საოპერაციო, ანესთეზია, პოსტოპი,) მარაგების (სახარჯი მასალები) ხარისხის, ვარგისიანობის, ვადების, რაოდენობის შემოწმება;
** პროდუქციის არასათანადო მარაგების აღმოჩენის შემთხვევაში, მარაგების დაკორექტირება შესაბამის საექთნო დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან ერთად;
** პროდუქციის ვადების და ნაშთების კონტროლი;
** დეპარტამენტების სასაქონლო მარაგებისა და პროდუქციის ვადების შესახებ ყოველთვიური ანგარიშების მომზადება;
** თვეში ერთხელ დეპარტამენტში (კათეტერიზაციის ლაბორატორიის საწყობი, საოპერაციო, ანესთეზია, პოსტოპი,) სახარჯი მასალის აღწერა, პროგრამული და ფიზიკური ნაშთების გასწორება და ანგარიშგება ხელმძღვანელთან;
** სანიტრული მდგომარეობის კონტროლი, ჰიგიენის დაცვა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის უნარი
** სხარტად აზროვნების უნარი
** წინასწარ დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** წესრიგის დაცვა
** შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე: ht@ahtbilisi.com.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს "სამედიცინო იურიდიული საკონსულტაციო ჯგუფს" pdpo@ahtbilisi.com და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება
|