დასახელება:
შოურუმის გაყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ზიგი
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
შპს "ზიგი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანია არის გერმანული და იტალიური საყოფაცხოვრებო პრემიუმ კლასის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შოურუმში წარმოდგენილი ბრენდების და პროდუქციის სრულყოფილი შესწავლა, ცოდნა.
** შოურუმის ესთეტიურ მხარეზე ზრუნვა, სტენდის შემოწმება, შევსება და საჭიროებისამებრ, მარაგების მოთხოვნის დაფიქსირება.
** შოურუმში ფასების მუდმივი კონტროლი და ცვლილება, საჭიროებისამებრ.
** დრაივსა და შოურუმში ნაშთების მუდმივი კონტროლი.
** კლიენტის ეფექტური და თავაზიანი მომსახურება, კონსულტაციის გაწევა.
** შეკვეთების მიღება, დამუშავება, შეთავაზების მომზადება და შესაბამის პირებთან გადამისამართება.
** სტოკის მუდმივი კონტროლი, რამდენი და რა ტექნიკა გვაქვს ადგილზე, პროდუქციის ანალიზი/მართვა.
** მოვლის საშუალებებზე ვადების კონტროლი, კლიენტებთან ინფორმაციის მიწოდება.
** ლიდრეპორტის მონიტორინგი - მომხმარებლის ბაზის შექმნა/კორექტირება.
** უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია, ტრენინგზე დასწრება და სიახლეების გაზიარება კოლეგებთან.
** ყოველკვირეული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
** ყველა კონკრეტული ბრენდის და ტექნიკის სამიზნე კომპანიების ბაზის შემუშავება, მათთან დაკავშირება და შეთავაზების გაკეთება (როგორც არსებული, ასევე პოტენციური - სასტუმროები, რესტორნები, დეველოპერული კომპანიები, დიზაინერები ა.შ.)
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე სავალდებულოა.
** MS Office-ის პროგრამებში მუშაობა.
** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 800-1000 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან (საშუალოდ 2500-დან +, ზედა ზღვარის გარეშე)
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ლოკაცია: ბათუმი - 26 მაისის ქუჩა N13, თბილისი - ი. ჭავჭავაძის გამზ. N49დ
** პროფესიულ ტრენინგებზე დასწრება საქართველოსა და გერმანიაში.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე info@zigie.ge
|
|
|
|