Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=655731&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური დირექტორი შენობების მოვლა-პატრონობის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური დირექტორი შენობების მოვლა-პატრონობის მიმართულებით
მომწოდებელი: კაპიტალ მეითენანსი
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
ვაკანსიის დასახელება: ტექნიკური დირექტორი შენობების მოვლა-პატრონობის მიმართულებით

"კაპიტალ მეინთენანს" - თანამედროვე შენობების მართვის და მოვლა-პატრონობის ახალი სტანდარტია.

"კაპიტალ მეინთენანს" ამიერკავკასიაში მოქმედი ინოვაციური საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც რევოლუციას ახდენს უძრავი ქონების მართვის და მოვლა-პატრონობის სფეროში.

"კაპიტალ მეინთენანს" ქმნის ინოვაციურ ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, საერთაშორისო გამოცდილებასა და პერსონალიზებულ მიდგომებს. "კაპიტალ მეინთენანს" მომხმარებლებს შესთავაზებს უნიკალურ, უმაღლესი დონის სტანდარტების, ინოვაციურ მომსახურებას, როგორც საცხოვრებელი, ასევე ბიზნეს დანიშნულების შენობების მართვის, მოვლა-პატრონობის, უსაფრთხოების და უსაფრთხო გარემოს შექმნის მიმართულებით. იგი, ასევე, ჩართული იქნება მშენებლობის დაწყებამდე და კონსულტაციას გაუწევს კომპანიებს საუკეთესო გადაწყვეტილებების მისაღებად.

ჩვენი მიზანია შევქმნათ სივრცეები, სადაც ადამიანები თავს იგრძნობენ კომფორტულად, დაცულად და ფასეულად.

"კაპიტალ მეინთენანსის" გუნდში ვეძებთ ენერგიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ შენობების მოვლა-პატრონობის ტექნიკური მიმართულებების ლიდერს, რომელიც ჩაერთვება პროექტში, გადამზადდება ისრაელში ჩვენს პარტნიორ კომპანია Capital Maintenance-ში, მიიღებს მონაწილეობას უნიკალური, ინოვაციური მომსახურების შექმნაში, რომელიც განსაზღვრავს შენობების მართვის და მოვლა-პატრონობის ახალ სტანდარტს ამიერკავკასიაში.

ჩვენ გთავაზობთ მუშაობას უნიკალურ გუნდში უნიკალური გამოწვევებით.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ადგილზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00.

პოზიციის ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ტექნიკური მიმართულებების განვითარება ევროპული სტანდარტების შესაბამისად:
უსაფრთხოება; დასუფთავება; მებაღეობა; ტექნიკური მომსახურება.
** აღნიშნული მიმართულებებით მაღალკვალიფიციური გუნდის წევრების და სპეციალიზებული კონტრაქტორების შერჩევა და მართვა;
** საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკაზე დაფუძნებული საოპერაციო სტანდარტების და სახელმძღვანელოს შემუშავება "კაპიტალ მეინთენანს"-ის გუნდთან ერთად;
** პერსონალის და კონტრაქტორების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფა უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის ევროპული სტანდარტების მიხედვით, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტთან ერთად;
** პერსონალის და კონტრაქტორებისთვის სამუშაოს დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
** უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** პერსონალის და კონტრაქტორების "კაპიტალ მეინთენანს"-ის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა ყოველდღიურ საქმიანობაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა და უნარები:

** შენობების (საცხოვრებელი და/ან კომერციული ობიექტები) მოვლა-პატრონობის ტექნიკური მიმართულებების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** შენობების (საცხოვრებელი და/ან ბიზნეს ცენტრები) მოვლა-პატრონობის მიმართულებით ტექნიკური გუნდების (უსაფრთხოება, დასუფთავება, მებაღეობა, ტექნიკური) დაკომპლექტებისა და მართვის გამოცდილება;
** შენობებში არსებული სისტემების (HVAC, ელექტროობა, წყალმომარაგება, ლიფტები, უსაფრთხოების სისტემები და სხვა) საბაზისო ცოდნა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მმართველობით პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია შენობების მოვლა-პატრონობის ან/და უძრავი ქონების მიმართულებით);
** საერთაშორისო სერტიფიკატები პროექტების მართვის და/ან მატერიალური აქტივების მართვის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** შენობების და მშენებლობასთან დაკავშირებული სახელმწიფო და საერთაშორისო რეგულაციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მშენებლობის, ინჟინერიის და დაკავშირებულ დისციპლინებში.

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე hr@capital.com.ge და სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე და სხვა ინფორმაცია, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებულ მონაცემებს, როგორც ეს გათვალისწინებულია "პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით. მოგახსენებთ, რომ აღნიშნული მონაცემები დამუშავდება შპს "კაპიტალ მეინთენანს"-ის მიერ თქვენთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენს მიერ გადმოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანსიაზეც, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით აღნიშნულს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე. ასევე, თუ გსურთ შეწყდეს თქვენი პერსონალურ მონაცემების დამუშავება შპს "კაპიტალ მეინთენანს"-ის მიერ, გთხოვთ აღნიშნულის თაობაზე მოგვწეროთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@capital.com.ge.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია