Робота для біженців з України
ტენდერი კვებით უზრუნველყოფის მომსახურებაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი კვებით უზრუნველყოფის მომსახურებაზე
მომწოდებელი: ლტოლვილთა დანიის საბჭო
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 13 აგვისტო
თანდართული ფაილი: 655730_Attachments_1728710.zip
"ლტოლვილთა დანიის საბჭო" (DRC) ამჟამად ახორციელებს მრავალწლიან პროექტს "ERTAD ოჯახების გაძლიერებისთვის" World Vision საქართველოს, World Vision გერმანიის, და სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად კონსორციუმის ქოლგის ქვეშ, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია, საქართველოს 5 რეგიონში სიღარიბის შემცირების ხელშეწყობა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების გაძლიერება, მათი აქტიური მონაწილეობის წახალისება სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში, UPG პრინციპებისა და ღონისძიებების დანერგვის მეშვეობით ცენტრალურ და ადგილობრივ პროგრამებში/სქემებში საქართველოს მთავრობის სიღარიბის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევების მხარდასაჭერად.

ინფორმაცია მოთხოვნილ სერვისზე და საკონტრაქტო პირობებზე:

ლტოლვილთა დანიის საბჭო იწვევს პოტენციურ მომწოდებლებს ფასთა კვოტირებაზე მოთხოვნილი სერვისის ერთეულის ფასის დაფიქსირებით. ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გარეშე. ასევე ფასი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების და სერვისის გაწევასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ ხარჯს.

შერჩეული მომწოდებელი (ები) ითანამშრომლებს ლდს-სთან ჩარჩო ხელშეკრულების ფარგლებში არანაკლებ 6 თვის ვადით.

შეფასების კრიტერიუმი:

** შემოთავაზების საუკეთესო ფასი შეირჩევა ადმინისტრაციული, ტექნიკური და ფინანსური შეფასების საფუძველზე.
** უპირატესობა მიენიჭება შემოთავაზებას, სადაც მოცემულია საუკეთესო ხარისხი საუკეთესო ფასად.
** პრიორიტეტი მიენიჭება იმ წინადადებას, რომელიც უზრუნველყოფს ფასის დაფიქსირებას ხანგრძლივი ვადით.

ანგარიშსწორება:

ანგარიშსწორება მოხდება ლარში, მოთხოვნილი სერვისის მოწოდებისა და ორივე მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

სერვისის რეალური რაოდენობა განისაზღვრება პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე და შესყიდვა ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში მოხდება ეტაპობრივად. (ხელშეკრულების მაქსიმალური ღირებულება 39000 ლარი)

მოთხოვნილი მომსახურებები და ადგილმდებარეობა

ლოკაციები: (ზუგდიდი) (ხონი) (სენაკი) (ფოთი) (ქუთაისი) (წყალტუბო)

** დილის ყავის შესვენება - ფურშეტი (გთხოვთ, მოგვაწოდოთ სხვადასხვა მენიუ ფასების მიხედვით)
** შუადღის ყავის შესვენება - ფურშეტი (გთხოვთ, მოგვაწოდოთ სხვადასხვა მენიუ ფასების მიხედვით)
** ლანჩი - ფურშეტი (გთხოვთ, მოგვაწოდოთ სხვადასხვა მენიუ ფასების მიხედვით)
** სუფრის სერვისით ლანჩი (Plated Lunch)

ინდივიდუალური პორციები თითო მონაწილეზე, მაგიდასთან მომსახურებით

განკუთვნილია უფრო ოფიციალური შეხვედრებისთვის ან სადილებისათვის

** მსუბუქი ხემსით უზრუნველყოფა (მშრალი ხემსის ნაკრები 2 ლიტრიანი გაზიანი სასმელით, წასაღებად) (გთხოვთ, მოგვაწოდოთ სხვადასხვა მენიუ ფასების მიხედვით)
** ბავშვების კვების პაკეტი (შესაბამისი ასაკობრივი მენიუთი)

შენიშვნა: მენიუებში აუცილებლად მიუთითეთ თითოეული კერძის რაოდენობა ან გრამაჟი, ასევე პორციების რაოდენობა.

მენიუები შეგიძლიათ წარმოადგინოთ ცალკე, თქვენთვის სასურველ ფორმატში.

ტექნიკური დეტალები:

** შემოთავაზების ნომერი: RFQ#0508-1
** გამოცხადების თარიღი: 5 აგვისტო 2025
** წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 13 აგვისტო 2025
** დახურვის დრო: 18:00

მოთხოვნილი/თანდართული დოკუმენტაცია

ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში გთხოვთ, წარმოადგინოთ:

** მოწვევა, ტენდერის პირობები/Invitation to RFQ (ყურადღებით გაეცანით, არ საჭიროებს გადმოგზავნას)
** ფას (ებ)ის კვოტირების სრულად შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ფორმა (RFQ). - Annex A
** მომწოდებლის ქცევის კოდექსი (Supplier Code of Conduct) - ხელმოწერილი და ბეჭედდასმული Annex C
** მომწოდებლის რეგისტრაციის ფორმა (Supplier Profile and Registration Form) - შევსებული, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული Annex D
** გთხოვთ, გაეცნოთ კონტრაქტის ძირითად პირობებს (General Conditions of Contract) (არ საჭიროებს გადმოგზავნას). Annex B
** World Vision ბავშვთა და მოზრდილთა დაცვის პოლიტიკა - გთხოვთ, გაეცნოთ (არ საჭიროებს გადმოგზავნას).
** ხელშეკრულების ზოგადი პირობები/Purchase Agreement - გაეცანით.

დამატებით კომპანიის მიერ გადმოსაგზავნი დოკუმენტები

** კომპანიის/ორგანიზაციის მფლობელის და დირექტორის /დასკანერებული პირადობის მოწმობა/პასპორტი
** კომპანიის/ორგანიზაციის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან უმჯობესია ინგლისურ ენაზე არ ქონის შემთხვევაში ქართულ ენაზეც მისაღებია.

ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული ფოსტით (ი-მეილით) შემდეგ მისამართზე: rfq.geo.zug@drc.ngo და CC-ში ჩასვით irma.gobronidze@drc.ngo არა უგვიანეს 13 აგვისტო 2025 18:00 საათისა და თემის ველში მიუთითოთ შემოთავაზების RFQ # 0508-01 და კომპანიის დასახელება, ან დალუქული კონვერტით წარადგინოთ ლტოლვილთა დანიის საბჭოს ზუგდიდის ოფისში შემდეგ მისამართზე: რევაზ თაბუკაშვილის #2 გ, ზუგდიდი, საქართველო.

კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გააგზავნოთ თქვენი შეკითხვები ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: Irma.gobronidze@drc.ngo შეკითხვები მიიღება არა უგვიანეს 12 აგვისტო 2025 დრო 13:00.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე