დასახელება:
კომერციული დირექტორი
|
მომწოდებელი:
C-Team Management Consulting
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "C-Team Management Consulting", რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში, ინოვაციური მართვის სისტემების დანერგვასა და ბიზნეს პროცესების ეფექტიან მართვაში პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს კომერციული დირექტორს.
პარტნიორი კომპანია არის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზატორი საქართველოში.
ვაკანსია: კომერციული დირექტორი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 6000-8000 ლარის ფარგლებში გამოცდილების მიხედვით + კვარტალური და წლიური ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გრძელვადიანი კომერციული მიმართულებით კომპანიის სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება;
** სტრატეგიული მიზნების შესაბამისად გაყიდვებისა და მომგებიანობის მიზნობრივი მაჩვენებლების დადგენა, მიღწევის უზრუნველყოფა;
** ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
** გაყიდვების მარკეტინგული სტიმულირების გეგმების შემუშავება;
** საცალო ქსელის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
** სახელმწიფო თუ კერძო ტენდერებში მონაწილეობის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მნიშვნელოვან კლიენტებთან და მომწოდებლებთან კომპლექსური მოლაპარაკებების წარმოება, მათთან გრძელვადიანი ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** ახალი პროექტების/პროდუქტების ინიცირება, დამუშავება, შეთანხმება და განხორციელება;
** გაყიდვებისა და მარჟების მიზნობრივი მაჩვენებლების დაგეგმვისა და მათი შესრულების კონტროლისთვის აუცილებელი ანგარიშგების, ანალიზის და კონტროლის სისტემის შექმნა/დანერგვა და მათი ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის ფასწარმოქმნაში ჩართულობა;
** კომერციული დეპარტამენტის წლიური ბიუჯეტის შედგენა;
** დაქვემდებარებული სამსახურების სამუშაო პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია;
** დაქვემდებარებული თანამშრომელთა მოტივირებისთვის, კომერციული დეპარტამენტის მიზნებზე მორგებული საბონუსე სქემების შემუშავება/კორექტირება და პრაქტიკაში დანერგვა;
** კომპანიის მიზნებიდან გამომდინარე, მისი კომპეტენციის ფარგლებში სხვა შესაბამისი საქმიანობების განხორციელება;
პერიოდული რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია - ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მარკეტინგის ან ჯანდაცვის მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ფინანსების, საოპერაციო საკითხების, კომერციის და სამედიცინო სფეროს ცოდნა;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა/დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდის მართვის უნარი;
** სტრატეგიული ხედვის, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: info@c-team.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|