დასახელება:
შესყიდვების სამსახურის უფროსი
|
მომწოდებელი:
C-Team Management Consulting
|
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
|
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "C-Team Management Consulting", რომელიც ეხმარება ორგანიზაციებს სტრატეგიულ და ორგანიზაციულ განვითარებაში, ინოვაციური მართვის სისტემების დანერგვასა და ბიზნეს პროცესების ეფექტიან მართვაში პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს შესყიდვების სამსახურის უფროსს.
პარტნიორი კომპანია არის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზატორი საქართველოში.
ვაკანსია: შესყიდვების სამსახურის უფროსი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 18:00 სთ
ანაზღაურება: ფიქსირებული 3000-4500 ლარის ფარგლებში გამოცდილების მიხედვით + კვარტალური ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის შესყიდვებისა და მიწოდების სრული ციკლის ეფექტური დაგეგმვა/მართვა/კონტროლი;
** პროდუქციის შესყიდვებთან დაკავშირებული პოლიტიკის შექმნა;
** კომერციული და არაკომერციული შესყიდვების განხორციელება;
** პოტენციურ და არსებულ მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის შექმნა და განახლება საჭიროებისამებრ;
** მოლაპარაკების წარმოება საერთაშორისო მომწოდებლებთან პროდუქციის ფასებთან და შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით;
** პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება;
** ნაშთების კონტროლი, შეკვეთების ინიცირება და ანალიზი გაყიდვებისა და არსებული ნაშთიდან გამომდინარე (პროდუქციის დეფიციტისა და სიჭარბის თავიდან აცილების მიზნით);
** უცხოურ ბაზარზე ახალი პროდუქტების მუდმივი მოძიება და საჭიროების შემთხვევაში ნიმუშების გამოთხოვა;
** შესყიდვის პირობების, მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შეთანხმება;
** შესყიდვისთვის საჭირო მიღებული დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი, საბაჟოსთვის საერთაშორისო და ადგილობრივი კოდების შესაბამისობაში მოყვანა, სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
** ჩამოსატანი პროდუქციის ადგილობრივი ბაზრისთვის რეგულაციის მოძიება (ხომ არ საჭიროებს პროდუქტი ლიცენზიას, წარმოშობის სერტიფიკატს, დაბეგვრის პირობებს);
** საჭიროების შემთხვევაში ჩამოსული პროდუქციის ექსპერტიზის უზრუნველყოფა;
** ფინანსური ანგარიშსწორების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და გადარიცხვების კონტროლი;
** იურიდიულ სამსახურთან ერთად რელევანტური ხელშეკრულებების მომზადება, კომერციული პირობების დეტალური აღწერა;
** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა, თითოეული შეკვეთისას ფასთა მოკვლევა მინ. 5 კომპანიასთან;
** ტვირთის ტრანსპორტირებასთან (პროდუქციის განბაჟება, ჩამოცლა/დატვირთვა, საწყობში მიტანის კონტროლი) დაკავშირებული პროცესის სრული მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** საბაჟო სამსახურისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლო;
** საბაჟო დოკუმენტაციის გადამოწმება და ბუღალტერიისთვის დროული მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის ექსპორტის განხორციელება;
** ტენდერის პირობებით გათვალისწინებული ტექნიკური დავალების მიხედვით სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება, თარგმნა და შესაბამისი საქონლის მოძიება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლ(ებ)ის მართვა, კონტროლი, მოტივაცია, განვითარებაზე ზრუნვა;
** შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების, პერიოდული რეპორტინგის მომზადება/წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საერთაშორისო შესყიდვების სფეროში მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრატეგიული ხედვის, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@c-team.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|